Reflection 4

64 7 0
                                    

მისმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდო, ნუთუ ეს მე ვიყავი ვისზეც საუბრობდა

არა, აშკარად რაღაც ეშლება

- საერთოდ თუ ხვდები რასაც ლაპარაკობ?

უკვე მოსმენილისგან განცვიფრებული ვიყავი

მე მასეთი არაფერი ჩამიდენია

,,გახსოვს თან"

ამომაძახა მეორე მემ, რაზეც უფრო ავწითლდი

შეიძლება მართალიც იყოს, მე ხომ არაფერი მახსოვს

- პეინ თუ მატყუებ...

გაბრაზებულმა არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, უკვე ყველაფერი ტვინს მირევდა

- შენ რატომ უნდა მოგატყუო?

მეუბნება სიცილით, რაზეც უფრო მასხამს თავში, ამას საკუთარი თავი ვინ ჰგონია?

- შენგან ყველაფერია მოსალოდნელი

მისი პასუხის გარეშე ვტოვებ და კლასისკენ მივდივარ, იმედი მაქვს რომ არავინ შემხვდება ისეთი ვინც ხასიათს უფრო გამიფუჭებს

- ფეი, მოიცადე

მესმის ჰარის ხმა რომელიც ცდილობს რომ დამეწიოს

- ამას რა უნდა?

მის მოსვლამდე ჩემს თავს ვეკითხები

- მინდოდა მეკითხა კარგად თუ ხარ? ამ ბოლო ხანს ძალიან უცნაურად იქცევი

- ცნობისთვის გიჟის როლი მაგიტომ მომცეს

თვალების ტრიალით ვბრუნდები და გზის გაგრძელებას ვაპირებ როდესაც მისი ხელი მაბრუნებს

- ცოტა ზედმეტები მოგდის

მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობა, ნამდვილად გავაბრაზე, მაგრამ ახლა ეს ფეხებზე მეკიდა, მას ჩემი არ ესმოდა, ისიც ფერა იყო, იდეალური ცხოვრებით

მთელ ოჯახში მე ვიყავი შავი ცხვარი, ამას კი ვერ ხედავდნენ, რადგან ცხოვრება მათთვის ყოველთვის ადვილი იყო

Another meWhere stories live. Discover now