Reflection 14

30 5 0
                                    

არ ვიცოდი ამით ვეხმარებოდი თუ არა ფეის, ის მე მენდობოდა, მე კი მისთვის ის იმედიც არ უნდა დამეკარგა რომელიც ასე სჭირდებოდა

ნამდვილად არ ვიცოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიცოდი ვინც დამეხმარებოდა

- აბა პეინ არაფრის თქმას აპირებ?

მის სიტყვები ფიქრებისგან მაღვიძებს, მაგრამ არა იმ რეალურობისგან რომლისგან გაქცევაც ასე მინდა

- შენი დახმარება მჭირდება

- როგორც გავიგე ფეის ეხება და რა მოხვდა? ახლა რა გააკეთე?

- ეს ფეის და მის ორეულს ეხება

- ანუ შენც დაიჯერე

- მომიწია როდესაც ის ჩემი თვალით ვნახე

- და ახლა რა ხდება?

- დავჯერო ვერ ამჩნევ როგორ იცვლება ფეი

ჩემს ნათქვამზე არაფერი უთქვამს უბრალოდ სასმელს შეხედა და ცოტახანს დაფიქრდა, ნამდვილად ხვდება რომ სიმართლე ვამბობ

- ის ბოროტება ახლა ფეისშია და შენი დახმარება მჭირდება რომ განვათავისუფლო

- ვერ გავიგე ანუ შენ იმას ამბობ რომ ის პიროვნება რომელსაც შენს შეყვარებულს უწოდებ ფეის ორეულია

- როგორც გამოდის

ცოტახანს ხმა არ ამოგვიღია ვიჯექით და იმ ყველაფერზე ვფიქრობდით რაც დაგვეხმარებოდა ფეის გადარჩენაშე

- კარგი დაგეხმარები ამ ყველაფერში და ვეცდები რომ მის ორეულს რამე დავსტყუო ამ ყველაფერზე

- მადლობა ბრი, ამას ვაფასებ

- მე ფეის ვეხმარები და არა შენ პეინ, ის ჩემი მეგობარია და მე მას არ დავტოვებ განსაცდელში

მეტი არაფერი უთქვამს უბრალოდ ადგა და წავიდა

თავად ადგილიდან არ განვძრეულვარ, უბრალოდ რაღაც მაკავებდა და არ მიშვებდა, მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა

Another meWhere stories live. Discover now