Reflection 13

28 5 0
                                    

რამოდენიმე დღე გავიდა საავადმყოფოში არსებული ამბის შემდეგ, ყველაფერი მის კალაპოტში მიედინება, გარდა ერთი რამისა

ეს ფეი იყო

ძალიან უცნაურად იქცეოდა, თითქოს სრულიად შეიცვალა, ამასთან ერთად ორეულზეც არაფერი გაგვიგია, თითქოსდა აორთქლდა

ეს უნდა გამხარებოდა?

აქ რაღაც ხდებოდა, მაგრამ არ მესმოდა რა, უკვე ყველამ იცოდა ჩემზე და ფეიზე, მშობლებსაც კი უთხრა, ეს ყველაფერი კარგი იყო, უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ეს არ მომეწონდა

ჩემს უკმაყოფილებაზე არაფერს ვამბობდი ან უბრალოდ ვერ ვამბობდი, რადგან ყოველი საუბრის წამოწყებისას მისი სურნელი მაბრუებდა და მეტყველების უნარს მაკარგვიებდა

დღეს დღე მიყვებოდა და ვხდებოდი რომ მის მიმართ ჩემი სიყვარული უფრო მყარდებოდა, მასზე უფრო დამოკიდებული ვხდებოდი

ვცდილობდი ეს ჩემი სურვილები მომეთოკა და მას ზედმეტად არ შევხებოდი, მაგრამ ის უბრალოდ არ მაჩერებდა და ამას თამამად მთხოვდა

დღევანდელი დღეც ყველასგან დიდად არ განსხვავდებოდა, სკოლაში მისულს ყველასი ყურადღება ჩვენზე იყო

თავიდან მეგონა ეს ფეის დიდად არ მოეწონებოდა, მაგრამ ისევ შევცდი, ის იდეალურად ერგებოდა ამ ყველაფერს და მოსწონდა კიდეც

ბრისთან ჰეილისთან და ჯიჯისთან დიდ დროს ატარებდა, გრეგორისიც არ ეშინოდა, პირიქით უფრო თამამი და უშიშარი გახდა

მისი ქცევები დღითიდღე მაკვირვებდა, მაგრამ ასევე მომწონდა, მინდოდა მისი ნამდვილი სახე ყველასთვის დაენახა, დაენახათ სხვებს თუ როგორი ძლიერი იყო

- ძმაო არ მჯერა რომ ამას ვამბობ, მაგრამ საუკეთესო წყვილი ხართ

ზეინის ასეთმა სიტყვამ უფრო თავდაჯერებული და ამაყი გამხადა, ნამდვილად რომ ფეი საუკეთესო იყო იმ გოგოებს შორის ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

Another meWhere stories live. Discover now