<2>

2.6K 158 27
                                    

ბანაკში ზუსტად საათნახევარში მივედით. პატარა ტყის პირას დავბანაკდით და კარვების გაშლა დავიწყეთ
- ასამი, შენთვის ცალკე კარავს გავშლი..- მითხრა თეჰიონმა, როდესაც კარავის გაშლაში დახმარება შევთავაზე, მაგრამ იუარა

- არ გამოვა - თვალები მოვარიდე და ისე ვუთხარი, რადროსაც საქმე შეწყვიტა და პირდაღებული მომაშტერდა

- რატომ?

- კარავი არ წამომიღია..- მზერა გავუსწორე და ხელები მოვიფშვნიტე

- ხომ მოგწერე, რომ უნდა წამოგეღო..- მის ტონში საყვედური ერია

- სიჩქარეში გადამავიწყდა..

- აბა რა უნდა ვქნათ?

- მომიწევს შენს კარავში დავიძინო..- პასუხის მოლოდინში სხეულში სიმხურვალით ვკვდებოდი

- თავს უხერხულად არ იგრძნობ? - ეტყობოდა ძალიანაც არ წყინდა ეს ამბავი

- კი..- ვიცრუე. სინამდვილეში ძალიან მინდოდა მის გვერდით ძილი

- თუ გინდა სანას ვთხოვ და მის კარავში დაძინების უფლებას მოგცემს

- ყოველდღე მის კარავში ხომ ვერ დავიძინებ?

- ჩემი ხათრით უფლებას მოგცემს

- არ მინდა

- რატომ ასამი?

- მეშინია ჩვენმა კლასელებმა რამე ოინი არ მომიწყონ..- გაეცინა და კარვის გაშლას მიუბრუნდა

- რა მშიშარა ხარ

- კარგი... ასე ძალიან თუ არ გინდა შენთან დავიძინო..- თავი სხვა მხარეს გავაბრუნე, იმის სანიშნებლად, რომ მეწყინა

- ეგ რა შუაშია.. მე მინდა თავი არაკომფორტულად არ იგრძნო..- გაბრაზდა

- სანასთან ახლოს ხარ? - საუბრის თემა მაშინვე შევცვალე, რადგან რომ არ გამეგო მოვკვდებოდი. ცოტა არ იყოს ვიეჭვიანე.

- როგორ გითხრა... ჩვენ ადრე რაღაც გვქონდა.. - ყოყმანობდა

- რა? - სულმოუთქმელად მივახალე. დავინახე როგორ იცინოდა ჩუმჩუმად.

შეცდომა || K.T.H (დასრულებული) Where stories live. Discover now