<3>

2.5K 157 24
                                    


არვიცი რა დამემართა, მაგრამ ძალიან მომინდა თეჰიონის კოცნა.
მის მუხლებზე ურცხვად ვიჯექი და ისე მონდომებით ვკოცნიდი, რომ თავად მიკვირდა საკუთარი თავის.
მაშინ უცებ მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა.

არაფერზე არ ვფიქრობდი გარდა იმ ბიჭისა, რომლის კალთაშიც ვიჯექი და გრძნობებს აყოლილი ჩემს ტუჩებს მის ტკბილ ტუჩებზე ვაწებებდი. მთელს სხეულში დენივით დამდიოდა ჟრუანტელი და როდესაც პერანგის შიგნით მისი თბილი ხელები ვიგრძენი, ჩემი სხეული საოცარმა აღზნებამ მოიცვა და შევიშმუშნე.

როდესაც უჰაერობის გამო მომიწია კოცნა გამეწყვიტა, თვალები გავახილე და მის სახეს შევხედე. თვალები განაბული ჰქონდა და ხელებს ჩემს ზურგზე, შიშველ კანზე დაასრიალებდა. საოცრად გმინავდა და ხშირი სუნთქვით სუნთქავდა. კოცნის გაწყვეტის გამო თვალები თვითონაც გაახილა და ისეთი გამჭოლი მზერით შემომხედა, სულ ავიფაკლე სახეზე და უხერხულად შევიშმუშნე. ამაზე თეჰიონმა გვერდულად ჩაიცინა.

- გაჩერდი გთხოვ - უეცრად ხელი მკრა მსუბუქად. გაოცებისგან თვალები დავქაჩე

- რატომ? - საწყალი თვალებით ვუთხარი

- ნუ მეთამაშები - მიუხედავად იმისა, რომ მისი ამ საქციელის გამო ნაწყენი ვიყავი, ტანში სისუსტე ვიგრძენი მისი აღზნებული ბოხი ხმისგან და გონება დამებინდა

- მაპატიე..- მზერა მოვარიდე, რადგან შემრცხვა, როცა გავაანალიზე რა სისულელეც ჩავიდინე. უხერხულად შევიშმუშნე და თავი დასჯილი ბავშვივით ჩავკიდე

- ჯანდაბა ეს ძალიან ტკბილი იყო.. კიდევ მაკოცე - ყელზე ცხვირი გამიხახუნა და ტუჩები კანზე ჩამომისვა. ვერ გავიგე რა უნდოდა, გავჩერებულიყავი თუ არა.

- ეს.. მე.. - დავიბენი

- კი მაგრამ, ეს ყოველივე რას მივაწერო? - მოულოდნელად მკითხა, სარკაზმით გაიღიმა და მეტად შემარცხვინა.

- რას უნდა მიაწერო? - გავღიზიანდი და წამოდგომა ვცადე, თუმცა მჭიდროდ დამიჭირა და ადგომის საშუალება არ მომცა

შეცდომა || K.T.H (დასრულებული) Where stories live. Discover now