<6>

2.2K 139 90
                                    


ბანაკში ყოფნის მეორე დღეს სკოლის ადმინისტრაციამ კოტეჯი გვიქირავა, რომელიც პატარა ტყესთან ახლოს მდებარეობდა. სანამ საინტერესო ადგილების მონახულებაზე გადავიდოდით და ამ ადგილს დავტოვებდით, გადავწყვიტეთ ორი დღით კიდევ დავრჩენილიყავით აქ.

მათთან ყოფნა მძულდა, მაგრამ რახან თეჰიონი იყო ჩემს გვერდით, სხვა არც არავინ და არც არაფერი მაინტერესებდა.

კოტეჯში რომ მოვეწყვეთ, ჩემი იდიოტი კლასელები გარეთ ბუნებაში გავიდნენ, წრეზე დასხდნენ და რაღაც უაზრო, ბავშვური თამაშის თამაში დაიწყეს. მე არ მინდოდა ამ სისულელეში ჩართვა, რადგან რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო

- კარგი რა ასამი, სულ განმარტოვებით ხომ ვერ ვიქნებით - თეჰიონმა მკრთალი ღიმილით შემომხედა, როდესაც მათთან მისვლაზე უარი ვუთხარი

- რატომაც არა? - მისი პასუხისგან გაღიზიანებულმა ვუთხარი და ნაწყენმა თავი გვერდით გავაბრუნე

- დამიჯერე პატარავ, ასე რომ იქცევი უფრო მოანდომებ მათ, რომ რამე პრენკი მოგიწყონ. ხომ იცნობ ჩვენს კალსელებს - ვიგრძენი როგორ მომკიდა ნიკაპში ორი თითი და თავი მისკენ გამაბრუნებინა

- კი მაგრამ..

- შშშშშშ .. როცა შენს გვერდით ვარ, არავის და არაფრის უნდა გეშინოდეს - მუცელში პეპლები ვიგრძენი, როდესაც ჩემსკენ უფრო მოიწია და მისი ნასუნთქი ცხელი ჰაერი ჩემს სახეს დაეცა

- კარგი წამოვალ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა

- მე კიარ მინდა, ამას შენთვის ვაკეთებ, რომ ბოლობოლო გაგიქრეს მათი შიში

- მათი არ მეშინია..

- კარგი, წამოდი შევუერთდდეთ.

იმ ადგილისკენ წავედით, სადაც ისინი ისხდნენ. აშკარა იყო, რომ ძალიან ბევრს არ ესიამოვნა, როდესაც ჩემი და თეჰიონის ხელჩაკიდებული სცენა გადაეშალათ თვალწინ.

შეცდომა || K.T.H (დასრულებული) Where stories live. Discover now