<11>

2.1K 144 86
                                    

ASAMI

ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებ საავადმყოფოს დერეფანში და ვცდილობ მყარად დავდგე, რადგან ფეხები მეკვეთება და ვგრძნობ, რომ სადააცაა ძალა გამომელევა და ძირს გავერთხმევი.

ასე მგონია, თითქოს ფეხები იატაკზე მაქვს მილურსმული და ადგილიდან დაძვრას ვეღარასოდეს შევძლებ.

სუნთქვა აღარ შემიძლია, კლაუსტროფობია მტანჯავს.

 ძლივს-ძლივობით ვახერხებ მის პალატას მივუახლოვდე.

პალატასთან მის მშობლებს და მამაჩემს ვხედავ. ქალბატონი კიმი მაშინვე წამოდგა როდესაც დამინახა და ჩემთან მოვიდა.

- აქ რატომ მოხვედი ძვირფასო? - მეკითხება გატეხილი ხმით და მკლავში ხელს მავლებს

- ასამი, ხომ გითხარი, რომ სახლში უნდა დარჩენილიყავი? - მამამ მაშინვე დამტუქსა, როდესაც იქ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა, თუმცა ბატონი კიმის სიტყვებმა ადგილზევე შეაჩერა.

- დააცადე ჩან. თუ ასამის აქ ყოფნა უნდა, უნდა იყოს - მას თავი დაბლა ჰოქნდა დახრილი და საუბრისასაც კი არ სწევდა ზემოთ. ალბათ არ უნდოდა მისი მწუხარება ჩვენც დაგვენახა.

- რას ამბობ, მის მდგომარეობაში აქ ყოფნა როგორ შეიძლება! - ქმარს გაუჯავრდა  ქალბატონი კიმი და თითებით სახიდან ცრემლები მომწმინდა.

- ყველაფერი ჩემი ბრალია.. - დავიწყე დაბალი ხმით. მეჩვენებოდა, რომ თითქოს ჩემი ხმა მხოლოდ სიცარიელეში ისმოდა და ჩემს გარდა არც არავის ესმოდა.

- გთხოვ ძვირფასო.. - მამამ სცადა შევეჩერებინე

- მე რომ არა..

- არ გინდა - თეჰიონის დედამ ლოყაზე ცივი ხელისგული მომადო და მანაც სცადა ჩემი შეჩერება.

- მე რომ არ მეთხოვა ექთნისთვის მისი მოტყუება..

- შენი ბრალი არ არის - ამჯერად ბატონმა კიმმა გამაწყვეტინა, წამოდგა და ჩემთან მოვიდა. მის თვალებში ყველაფერი დავინახე.

შეცდომა || K.T.H (დასრულებული) Where stories live. Discover now