<10>

1.3K 110 4
                                    

JIMIN

თვალებს ვახელ და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. გარშემო მხოლოდ საავადმყოფოს გულისამრევ პალატას ვხედავ და ზიზღის გრძნობა მეუფლება.

ვცდილობ ვისუნთქო, თუმცა ფილტვებში საშინელ სიმძიმეს ვგრძნობ, რომელიც ნორმალურად სუნთქვის საშვალებას არ მაძლევს.

გონებას ვიკრებ და ვციდლობ გავიხსენო რა მოხდა და აქ რატომ ვარ.

მოგონებებში ვხედავ ჩემს შეშფოთებულ სახეს, საშინელ თავსხმა წვიმას, ჰანრივერის ხიდს და საჭეს, რომელსაც ვერ ვიმორჩილებ.

მახსენდება, რომ ჩემს გვერდით სავარძელზე კიდევ ვიღაც იჯდა. მახსენდება მისი ხმამაღალი სალანძღავი სიტყვები, რომელიც ჩემი მიმართულებით მოდიოდა და ლამაზი სახე, რომელსაც ცრემლები უსველება.

მახსენდება რას ვგრძნობდი მაშინ - შიშს, ტკივილს და დაუოკებელ სურვილს, რომ ის ჩემი ყოფილიყო.

ყოველთვის მინდოდა ჩემი ყოფილიყო, ჩემი რქმოდა და ვყვარებოდი. ისე ვყვარებოდი, როგორც ის ნაბიჭვარი უყვარდა.

ერთხელ მაინც შემოხედა ჩემთვის ისეთი თვალებით, რომლებითაც მას უყურებდა. ერთხელ მაინც ეჩუქებინა ჩემთვის ის ღიმილი, რომელსაც მას ყოველთვის ჩუქნიდა.

ვცდილობდი, ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის დამენახვებინა, რომ მიყვარდა. რომ მის მიმართ გულგრილი არასდროს ვყოფილვარ. რომ მასთან ერთად მხოლოდ ერთი ღამის გატარება კიარა, მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა.

არ ვიცოდი სწორი რა იყო. როგორ დამენახვებინა მისთვის ჩემი გრძნობები. მხოლოდ ნაძირლურად მოქცევა ვიცოდი, რადგან მანამდე არასდროს მყვარებია.

მთელი გულით მიყვარდა და ვიტანჯებოდი, როდესაც სხვის გვერდით ვხედავდი. გული მტკიოდა, როდესაც სხვა ეხებოდა და კოცნიდა. მაგრამ ამას ვერასოდეს ვამბობდი ხმამაღლა და ვერც ვერასოდეს გამოვხატავდი თამამად.

მახსენდება როგორ იჯდა ჩემს გვერდით მანქანაში და მეუბნებოდა, რომ შანსს მომცემდა და შემიყვრებდა.

მეუბნებოდა, რომ ეცდებოდა ყველაფერი დაევიწყებინა და მთლიანად ჩემი გამხდარიყო.

მპირდებოდა, რომ სიყვარულს მაჩუქებდა. ყოველ დილით ჩამეხუტებოდა და მის არსებობს მაგრძნობინებდა. რომ ნებას მომცემდა მეკოცნა და შევხებოდი. რომ საუზმეს დიდი სიყვარულით მომიმზადებდა და მეტყოდა, რომ ამ სამყაროში ყველზე მეტად ვუყვარდი.

მაგრამ უცბად ოცნების კოშკები მენგრევა და დედამწაზე ვეშვები.

ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ჩემი სამოთხე იყო.

ჩემი ოცნება, რომელსაც ახდენა არასდოს ეწერა.

იმ დღეს ჩემს გვერდით მხოლოდ ჩემი ჩრდილი იჯდა, რომელიც მლანძღავდა და მწყევლიდა იმისათვის, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს გავუკეთე.

გავამწარე და ბედნიერების უფლება წავართვი.

ეგოსტი და საშინელი ადამიანი ვარ. არ ვიმსახურებ, რომ ცოცხალი ვიყო.

ჩემი გაშეშებული სახის ნაკვთები სიცრიელეში იფანტება.

საბანს ვიხდი და საწოლიდან ვდგები.
წვეთოვანთან მივდივარ და აპარატიდან ვაძრობ.

ნელნელა ვგრძნობ როგორ მიჭირს სუნთქვა.

საწოლში ვბრუნდები და ზურგზე ვწვები.

სიკვდილს ველოდები.
--------------------------------------------
💔

--------------------------------------------💔

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
შეცდომა || K.T.H (დასრულებული) Where stories live. Discover now