<9>

1.5K 132 12
                                    

TAEHYUNG


თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემი ქუთუთოები მყარი საფარველი არ არის. ჩემს თვალებში თვალის გუგამდე ატანს მზის შუქის მოწითალო-მონარინჯისფრო სინათლე. თვალებს ვერ ვახელ, რადგან ისინი ერთმანეთზეა მიკრული და იმდენად უძლური ვარ, სხეულში მათი გახსნის ძალაც არ შემწევს. დაშვებული ქუთუთოები ხელს მიშლის დავინახო საგნების მოხაზულობა, ბზინვარება და ფერები.

თუ გარშემო არაფრის დანახვა არ შემიძლია, დავხუჭავ თვალებს და ვირწუნებ, რომ დავინახავ იმას, რისი დანახვაც ყველაზე მეტად მინდა ამ სამყაროში - მას დავინახავ.

დავხუჭავ თვალებს და რეალური სამყარო ვერ შეძლებს მეტოქეობა გაუწიოს ჩემს წარმოსახვას. დახრილ ქუთუთოებში, მზის შუქის მსგავსი უძრავი შუქი, შექმნის მოძრავ სამყაროს, მოძრავ შუქს, რომელსაც შეუძლია ის ტკივილი გამახსენოს, დამღალოს, მაწვალოს, მაწამოს, შემაშინოს, თუმცა დავხუჭავ თვალებს და მეცოდინება, რომ სინათლის ძალა, რომელიც ამ ჩემს დახუჭულ თვალებში ატანს, ტკივილს შემიმსუბუქებს.

ამ სინათლის ძალას შეუძლია ჩემში ისეთი შეგრძნებები გამოიწვიოს, რაც არც ჩემს ნებაზე და არც ჩემს მდგომარეობაზე არ იქნება დამოკიდებული.

მაგრამ თვალებს არ ვახელ.
არ ვახელ, რადგან არ მინდა სხვებმა ჩემს უსამართლო და სასტიკ თვალებში ჩაიხედონ.
არ მინდა გადავრჩე, რადგან მეტჯერ სიტყვების თქმა ვეღარ შევძლო.

არ მინდა კიდევ შეიგრძნონ სიცოცხლე ამ თვალებმა და სიტყვებმა, რომლებმაც პატარა ბავშვი გაწირეს.

პატარა სიცოცხლის მიზეზი, შენი სიცოცხლის მიზეზი. ბავშვი, რომელშიც შენი სისხლი ჩქეფდა. ბავშვი, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ბავშვი, რომელიც კიდევ ერთ სიცოცხლეს გაჩუქებდა. ბავშვი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებდა. მაგრამ იგი შენს გამო უკვე აღარ მოევლინება სამყაროს. ვეღარ შეგხედავს, ვეღარ გამოგიწვდის თავის პატარა თითებს, რათა ჩაეჭიდო, ვეღარ იტყვის პირველ სიტყვას.

შეცდომა || K.T.H (დასრულებული) Where stories live. Discover now