<8>

1.8K 134 22
                                    

სიმღერა ჩართეთ და ისე წაიკითხეთ💜


Author's pov

საავადმყოფოს ცივი თეთრი კედლები და წამლის საზიზღარი სუნი თეჰიონს ირგვლივ ალივით ეხვევოდა. მთვრალივით მიბარბაცებდა დერეფანში და ცდილობდა გონება არ დაეკარგა.

ბლარი, რომელიც თვალებზე ჰქონდა გადაკრული ირგვლივ რაიმეს გარჩევის საშვალებას არ აძლევდა. თავში და კისერში მოწოლილი სიმწრის სისხლი აუტანელ ტკივილს ჰგვრიდა.

კედლებს ხელებით მოუყვებოდა და ყურებში საშინელი წუილის ხმა ესმოდა, რომელიც სადაციყო ყურთასმენას დაუქვეითებდა. გულის ცემა ისეთი შენელებული ჰქონდა, რომ ძლივსღა სუნთქავდა.

კლაუსტროფობიამ შემოუტია და სახეზე და ტანზე ცივი ოფლი ასხავდა. ცდილობდა გონება მოეკრიბა, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან გონებაში მუდამ ასამის ხმა ჩაესმოდა „არ მიმატოვო თეჰიონ.. არ მიგვატოვო.. ჩვენ შენ გვჭირდები".

ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ და მუხლებში სისუტეს გრნობდა. ტანსაცმელის უხეში მატერია ეკლებივით ედებოდა კანზე და მათი მოგლეჯვის სურვილი კლავდა. მარჯვენა ხელით ცდილობდა საყელოში მოჭერილი ჰალსტუხი შეეხსნა.

სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, ხოლო სახე ოფლისგან დანამული და შიშისგან გაფითრებული.

ირგვლივ საგნები და გამოსახულებები ერთმანეთში იღვრებოდა. საფეთქლებში მწარე ტკივილი მოაწვა და საკუთარ თავზე გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა.

- კარგად ხართ? - უეცრად ზურგიდან ბუნდოვნად მოესმა ქალის ხმა, მაგრამ გახედვა არ უნდოდა. ეგონა თუ უკან გაიხედავდა, მის გამოსახულებას დინახავდა, რომელიც ამ საავადმყოფოს დერეფანში იდგა და აკრიტიკებდა მისი უტვინო საქციელის გამო.

შეცდომა || K.T.H (დასრულებული) Where stories live. Discover now