16

1K 116 59
                                    


ჯიმინს უეცარი ყრუ ყვირილი ამოხდა, როდესაც ჯანქუქმა მოულოდნელად მისკენ მიიზიდა. ჯიმინის ხელი პირდაპირ უმცროსის მკერდზე მოხვდა. მისი გვერდითა სხეულის ნაწილი წებოსავით მთლიან ჯანქუქს ეკვროდა.

უფროსს სუნთქვა შეეკრა, როდესაც მათი ცხვირები ერთმანეთს შეეხნენ და მის ტუჩებს ტკივილამდე უნდოდა უმცროსისას შეხებოდა. მძიმედ ჩაისუნთქა, ჯანქუქის პიტნის არომატმა და ტკბილმა სურნელმა მისი სხეული ძვლებამდე შეძრა. უმცროსს ჩაეღიმა, როდესაც დაინახა როგორ ივსებოდა ჯიმინის თვალები მისდამი სურვილით. 

ტუჩზე ნაწად იკბინა და მის ყავისფერ თვალებს მიაჩერდა. იგრძნო პატარა ხელი როგორ ესვენა პირდაპირ მისი გულის გასწვრივ. მისი თვალები ჩაბნელდნენ უცხო გრძნობის განცდისას და ხელახლა კითხა.

- წავიდეთ? _ კითხა უმცროსმა, მაგრამ ჯიმინი ტრანსში იყო და ჯანქუქს გამეტებით და თვალმოუცილებლად უყურებდა.

ჯიმინის თვალები შემდგომ სხვა, უფრო დიდ, მრგვალ თვალებს შეხვდა.

- ხო, მამა. წავიდეთ? _ ჯიჰი მამისკენ გაიწია და მისი ცხვირი ჯიმინისას შეახო. მისი გამოთქმის ტონი კი უმცროსისას დაამსგავსა. ჯანქუქმა ჯიჰს შეხედა და შეეცადა სიცილი შეეკავებინა. ჯიჰმა ჯანქუქს შეხედა და შემდგომ ორივემ ჯიმინის გაუსწორა თვალი. 

ჯიმინმა თავი ჩაიქნია და მათ შემხედვარე ჩაეცინა, მაგრამ ჯანქუქის ხელებიდან თავის დაღწევა არც უცდია.

- ხო, წავიდეთ. _ ჩაეცინა უფროსს.

- კარგი, მაშ ხვალამდე? _ თქვა თემინმა უხერხულად.

- აუცილებლად! _ ჯიმინი უფროსის მკლავებიდან გათავისუფლდა და თემინს ჩაეხუტა.

- დღეს გაერთე! _ ჩასჩურჩულა თემინმა. 

- ჩვენი ყავის პაემანი სხვა როისთვის გადავიტანოთ კარგი? გთხოვ? 

- რა თქმა უნდა. ღამემშვიდობისა! ნახვამდის ჯიჯი! შეხვედრამდე ჯანქუქ. _თემინმა ჯიჰს ლოყაზე აკოცა და ჯანქუქს ხელი ჩამოართვა, რომელმაც გაუღიმა და ჩავი დაუქნია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 07, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]Where stories live. Discover now