3

2.8K 243 37
                                    

ისევ ჯიმინიზე და ჯიჰუნზე ფიქრობდა. ბიჭის საყვარელი ხმა, მისი მრგვალი თვალები.  როგორ უკრავდა გაბრწყინებული ტაშს როდესაც პასუხს სწორად სცემდა, და როგორ ბერავდა ტუჩებს როდესაც შეცდომას უშვებდა. მისი რეაქცია უმცროსის ნასწებზე და ტელეფონის ბუდეზე.
"აირონმენი? მომწონს ეს სახელი." გაიფიქრა ღიმილით.

ქვედა ტუჩს უკბინა როდესაც ჯიმინის სურნელი გაიხსენა. ისეთი ტკბილი იყო როგორც ხილი. "ნეტავ როგორი გემო აქვს." ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა როდესაც ჯიმინის თვალები ამოუტივტივდა გონებაში.. როგორ უნდოდა მათში სამუდამოდ დაკარგულიყო. ნაზი თმა რომლის შეხებაც ასე ძლიერ სურდა. ვარდისფერი ტუჩები რომლის კბენაზეც ოცნებობდა, რომ განეცადა ის გრძნობა, როგორ შეავსებდა უფროსის ტუჩები მისსას. ჯანქუქმა თავი გაიქნია და ფიქრებიდან გამოვიდა.

მიუხედავად განქორწინებისა შესაძლებელი იყო რომ ჯიმინი ურთიერთობაში ყოფილიყო.
ამაზე ფიქრიც კი სისხლს უდუღებდა.

ჯანქუქმა რესტორნამდე მიაღწია სადაც მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს შეხვედრა.
თეჰიონი და ჰოსოკი უკვე ელოდებოდნენ.

მათთან მივიდა, ჯერ კიდევ ვერ წყვეტდა ღიმილს. ამის შესახებ მხოლოდ წაუკითხავს და გაუგონია. მაგრამ რეალურად არასოდეს განუცდია.. თავს უცნაურად გრძნობს, ძალიან განსხვავებულად. ეს ვნების მიღმა იყო და მან ეს იცოდა, მაგრამ ჯერ ადრე იყო რამის გადაწყვეტა. ვინ იცის? შეიძლება რამოდენიმე დღეში ეს უცნაური გრძნობა გაქრეს კიდეც.

"ჰეი! რაშვრები? როგორი იყო პირველი დღე?" გაბრწინდა ჰოსოკი.
"ო-ჰო. ის იღიმის! მგონი ჭკუიდან შეიშალა!" ჩაიცინა თეჰიონმა და ჰოსოკი აჰყვა. ჯანქუქი ჩამოჯდა, ჯერ კიდევ იღიმოდა. ჯიმინი და ჯიჰუნი ყველაფერს იმსახურებდნენ, მთელს სიყვარულს.

"კარგი დღე იყო. ძალიან საყვარელი ბავშვია. ჩემს თავს მაგონებს როდესაც მათემატიკის მეშინოდა." ჩაიცინა.
"ავვ! შენთან გახსნილია? მის ოჯახზე რას იტყვი?" აღტაცებით იკითხა ჰოსოკმა.
"მგონი მოვწონვარ, უფრო ჩემი ტელეფონის ბუდის გამო." ამაზე სამივეს გაეცინა.
"მაგრამ ხო, მამამისიც ძალიან კარგი პირონებაა." ეცადა ნორმალურად ეთქვა და არა 15 წლის ბიჭივით რომელიც თავის ქრაშზე ლაპარაკობდა. ნაჩქარევად მოსვა ყავა.

ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]Where stories live. Discover now