7

2.4K 237 28
                                    

"თავს მიხედე და მამიკოსთან კარგად გაერთე. როცა მოგენატრები შეგიძლია დამირეკო." უთხრა ჯიმინიმ ჯიჰს და მჭიდროდ ჩაიკრა გულში.
იუნგის ამ სანახაობაზე გაეღიმა. მას ენატრებოდა ძველი დრო.

ჯიმინი წამოდგა. მოულოდნელად იუნგი ჩაეხუტა. უმცროსმა ხელები კისერზე მოხვია და ჩახუტებითვე უპასუხა. მას ძალიან უყვარდა იუნგი მაგრამ იცოდა რომ ეს ურთიერთობა სამყაროში ყველაზე ტოქსიკური იყო. არ იყო პატივისცემა და ერთმანეთის მიზნების მხარდაჭერა.

იუნგი აუჩქარებლად ჩამოშორდა ჯიმინს.
მათ ყველაფერი კარგად ჰქონდათ როცა ერთმანეთს თინეიჯერობის ასაკში ხვდებოდნენ. მაგრამ ქორწინება მათთვის არ იყო. ჯიმინმა ვერ გაუძლო იმ ფაქტს თუ როგორ იცვლებოდა იუნგი უარესობისკენ. და ჯიჰთან ერთად მას საკმარისი ჰქონდა.

"ნახვამდის იუნგი."
"შეხვედრამდე." მოსიყვარულე თვალებით შეხედა უფროსმა. ჯიმინიმ თვალები აარიდა. არ უნდოდა მის გამო კიდევ დაეშვა შეცდომა. ზედმეტად ბევრჯერ მისცა იუნგის შანსი, მაგრამ ეს მხოლოდ კრახით დასრულდა.

ჯიმინიმ ჯიჰუნს ლოყაზე აკოცა და თავისი მანქანისკენ წავიდა.
იუნგიმ ხელში აიყვანა, იმდენად ეძინებოდა უკვე სთვლემდა და თვალებს იზელდა. მანქანაში ჩასვა, ღვედი გაუკეთა და სახლისკენ წავიდნენ.

ამასობაში ჯიმინიმაც მიაღწია სახლამდე. ირგვლივ სიჩუმე იყო. სახლს ჯიჰის არყოფნა ეტყობოდა. მას სძულდა ეს სიჩუმე. თავს მარტოდ გრძნობდა და ამასთანავე ღელავდა. იუნგის ჩვევები.. ყვირილი, ყელაფრის დალეწვა, ყოველივე ეს ჯიჰუნის კოშმარების მიზეზი იყო.
მას მამა სჭირდებოდა მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, და ვერ ფანტავდა იმ საშინელ ფიქრებს რომლებიც ასე აღელვებდა.
მას უფლება ჰქონდა ჯიჰი მხოლოდ 10 დღით წაეყვანა. მაგრამ არ შეეძლო ვადის გადაცდენა იქიდან გამომდინარე რომ ჯიჰუნმა ჯიმინისთან გადაწყვეტა დარჩენა მშობლების განქორწინების შემდეგ.

ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]Where stories live. Discover now