12

1.8K 177 49
                                    

"არა!" ორივე ჯიჰისკენ გაიქცა, მისი სახე იასამნისფერი იყო, ხოლო თვალები დახუჭული ჰქონდა.

ჯიმინიმ და იუნგიმ ნამსხვრევებიდან ამოიყვანეს, ჯიმინს ხელზე ჭრილობები ჰქონდა. იუნგის ჯიჰის ამოყვანისას იდაყვთან გაეჭრა.
"ჯიჰ!"ჯიმინმა ფრთხილად აიყვანა ჯიჰი ხელში.
"გაიღვიძე ჯიჰ!"
"მა-ა-" ჯიჰს ხმა ჩაუწყდა. ჯიმინმა იგრძნო თუ როგორ გაუთბა მაისური, დაბლა დაიხედა და დაინახა რომ ჯიჰი სისხლისგან იცლებოდა.

"იუნგი! მას სისხლი სდის!" ჯიმინიმ დაიყვირა. ბიჭის სახე უფრო გაუფერმკრთალდა. იუნგი გაიქცა და მანქანის გასაღები აიღო რომელსაც ჯიმინიმ მდივნის გვერდით ინახავდა. ჯიმინიმ ხელში აიყვანა, ცრემლები შეუჩერებლივ სდიოდა, მისი თეთრი მაისური ახლა წითელი იყო.
"გველაპარაკე ჯიჰ! არ შეწყვიტო ლაპარაკი!" ჯიმინმა ოდნავ შეანჯღრია. წვიმაში გაიქცნენ და მანქანისკენ წავიდნენ.
ჯიჰის ტუჩები ლურჯი შეფერილობის გახდა და თვალები ნახევრად გახელილი ჰქონდა.

იუნგიმ კარები გახსნა. ყვავილები და ნამცხვარი მანქანიდან გადმოყარა და წინ დაჯდა.
"არ დაიძინო ჯიჰ!" იუნგიმ ჯიჰის ფეხი შეატოკა. ჯიმინი სახეზე მოეფერა და ჭრილობებზე ხელი მოუჭირა რათა სისხლდენა შეეწყვიტა.
"ჯიჰუნ!" იუნგის ცრემლები სცვიოდა, მანქანას ტემპი აუჩქარა. ქუჩა ძლიერი წვიმის გამო ცარიელი იყო.

"იუნგი გთხოვ.. უფრო სწრაფად!" ჯიმინიმ ამოიტირა.
არცერთს ადარდებდათ რომ სისხლი სდიოდათ.
"ჯიჰ! მოდი ჩვენ სიმღერა ვიმღეროთ!  ABC-ი.."ჯიმინმა ჯიჰი შეანჯღრია როდესაც შეამჩნია რომ გონებას კარგავდა.
"A...B.." ჯიჰუნი ძლივს გამოსცემდა ხმას. იუნგი სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა და მათ მიაღწიეს საავადმყოფომდე. მანქანიდან გადმოვიდა, ჯიმინს ჯიჰი გამოართვა და საავადმყოფოსკენ გაიქცა, ჯიმინიც უკან გაჰყვა.

"ღმერთო ჩემო!" ექთანმა დაიყვირა როდესაც სისხლიანი ტანსაცმელები და მომაკვდავი ბავშვი დაინახა.
"გთხოვთ.." ჯიმინმა ამოიტირა. ექთანმა იუნგის ჯიჰი ხელიდან გამოართვა და საწოლზე დააწვინა. რამდენიმე წამში ჯიჰს ექიმების ჯგუფის გარემოცვაში იყო.
"პულსი არ აქვს!" დაიყვირა ექიმმა. ჯიჰის გულმა ძგერა შეწყვიტა. გულის შეკუმშვები დაიწყეს მის პატარა მკერდზე.
ბევრი სისხლის დაკარგვის გამო სისხლის პაკეტი და სასუნთქი ჟანგბადის მასკა მოიტანეს.

ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]Where stories live. Discover now