2

2.9K 253 21
                                    

ჯიმინი, ჯიჰუნი და ჯანქუქი მისაღებ ოთახში დივანზე ისხდნენ. უნდოდათ ჯიჰუნი თავის მასწავლებელთან უფრო კომფორტულად ყოფილიყო.

"მე ჩემს საუკეთესოს ვეცდები. თქვენ მარტივად ბრაზდებით?" შეშინებული თვალებით იკითხა ბიჭმა რომელიც ჯიმინის კალთაში იჯდა.
"შეუძლებელია! შენს ასაკში მეც მიჭირდა მათემატიკა. ვიცი რომ ღელავ მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც დავამთავრებთ პატარა მათემატიკოსი იქნები." ხელი ჩასჭიდა ჯანქუქმა.

"კარგი.. მაგრამ ჭკვიანი არ ვარ." გაუბედავად თქვა ბიჭმა.
"ეგ არ არის სიმართლე, მე დაგინახე როგორ უკრავდი პიანინოზე, შენს ასაკში ბევრს ეს არ შეუძლია." გაუღიმა ჯანქუქმა და ჩასახუტებლად ხელები გაშალა. ჯიჰუნმა მამას შეხედა მომელმაც მიანიშნა რომ შეეძლო ჩახუტებოდა.
ბიჭი ჯიმინის კალათიდან ჩამოსკუპდა, ჯანქუქისკენ წავიდა და ჩაეხუტა.

ჯანქუქმა გაიღიმა და ჯიმინის გახედა რომელიც მათ თბილად უმზერდა. შემდეგ გაახსენდა რომ შეიძლება ის დაქორწინებული იყო. მან ამ ოჯახის შესახებ არაფერი იცოდა.
ამან რატომღაც გული ატკინა და ბიჭი მისი მკლავებიდან გაანთავისუფლა.

სასადილო ოთახში გადავიდნენ რომელსაც დიდი ბალკონი ჰქონდა ზღვის ხედით.
"ჩემს რვეულსა და წიგნს მოვიტან, გთხოვთ დამელოდეთ!" ჯანქუქს ჩაეცინა ბიჭის სისაყვარლზე.
კარებთან  მივიდა და ზღვას მიაცქერდა.. სტაფილოსფერი  მთვარე ლამაზად ირეკლებოდა ლურჯ ზღვაზე.

"ლამაზია ხომ ასეა~" ხმის გაგონებისას შეტრიალდა.
"აჰ. დიახ." გაუღიმა უმცროსმა.
"მზის ჩასვლა აქედან ყველაზე ლამაზია." ღრმად ჩაისუნთქა ჯიმინიმ და ფანჯარაში გაიხედა.

"მეორე, ყველაზე ლამაზი." გაიფიქრა ჯანქუქმა.
ის დაკარგული იყო ჯიმინის სილამაზეში. მზის სტაფილოსფერი სხივების ფონზე მისი კანი ძალიან ნაზი მოჩანდა. თმები უბზინავდა, მისი თვალები ანათებდნენ. დაბლა მის ყელს, მკერდს და ხელებს დახედა.
"აქ ვარ!" ამ ხმაზე ჯანქუქი ფიქრებიდან გამოვიდა და გვერდით გაიხედა, როგორც ჯიმინი.

ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]Where stories live. Discover now