5

2.4K 232 65
                                    


ჯანქუქი მათთან ერთად გაუდგა გზას. თეჰიონს მისწერა რომ მისი მანქანა წაეყვანა, არ უნდოდა ჯიმინს მისი პორშე დაენახა.

"სად არის შენი მანქანა?" გაუღიმა ჯიმინიმ.
"ამ.. ტაქსით მოვედი."
"აჰ კარგი! მაშინ ერთად წავიდეთ!" ტკბილად თქვა ჯიმინიმ რომლის მკერდზეც ჯიჰუნის თავი ესვენა.
"შეიძლება საჭესთან მე დავჯდე?" ლეკვის თვალებით შეხედა უმცროსმა რამაც ჯიმინის გულის აჩქარება გამოიწვია.
"რათქმაუნდა!" ჩაიცინა ჯიმინიმ და თავი დაუქნია. სამივე მანქანაში ჩასხდნენ. ჯიჰუნი რადიოში გასულ სიმღერის აჰყვა  'we don't talk anymore'.
ბიჭის სისაყვარლზე გაეღიმა. მოულოდნელად ჯიმინიმ სელენას ნაწილის სიმღერა დაიწყო. ჯანქუქი გაოცებული იყო მისი ანგელოზური ხმით, შეეძლო მთელი დღე ესმინა მისთვის.

შემდეგ ნაწილზე ჯანქუქიც აჰყვა მათ, რამაც ისინი განაცვიფრა.
"ვოააჰჰჰ!! აირონმენიც მღერის მამა!"  როგორც კი მანქანა გააჩერა ჯანქუქმა ბიჭს ლოყაზე უჩქმიტა.
"შენ მღერი?"
"არა მაგრამ მოყვარული ვარ," გაუღიმა მან და თან ლიფტში შევიდნენ.
"ლამაზი ხმა გაქვს,"
"მადლობა ჯიმინ," გაწითლდა უმცროსი. ეს ჯიმინმაც შეამჩნია და ნაზად ჩაიცინა.

ჯანქუქი ხვდებოდა მისი სიცილის მიზეზს. ხელი ლოყაზე მიიდო რომელიც საშინლად უხურდა.

სახლში შესვლისთანავე ჯიმინი ჩამოჯდა და მის კალთაში მჯდომ ჯიჰუნს, ღიმილით შეხედა.
"როგორ დაიკარგე?" ხელებში მოიქცია მისი პატარა სახე.
"მე..." დაიწყო მან.

Flashback

ჯიჰუნი ხალხმრავალ ადგილას იყო. ეს სძულდა, მაგრამ ნაყინი ძალიან უნდოდა.
არსაიდან მან ბავშვი შენიშნა რომელსაც ხელში აირონმენის რობოტი ეჭირა.

ჯიმინიმ გააფრთხილა რომ ადგილიდან ფეხი არ მოეცვალა, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა. მანამდე დაბუნდებოდა სანამ შეამჩნევდა. უნდოდა ბიჭისთვის მაღაზიის მისამართი ეკითხა საიდაც რობოტი იყიდა.

ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]Where stories live. Discover now