4

2.5K 256 31
                                    

მეორე დღეს ჯანქუქმა ბედნიერმა გაიღვიძა. დაესიზმრა როგორ თამაშობდა მის შვილთან ერთად ფეხბურთს, მისი მშვენიერი მეუღლე კი შორიდან ფოტოებს უღებდა. მსგავსი სიზმრების ნახვა მისთვის უცნაურია, რადგან არასდროს უფიქრია ოჯახის ყოლაზე.

ღრმად ჩაისუნთქა, საწოლიდან წამოდგა და შხაპი მიიღო. მას შემდეგ რაც გაიღვიძა, ჯიჰუნზე და ჯიმინზე ფიქრი წამით არ შეუწყვეტავს. მაგრამ ზედმეტად ადრე იყო. ვერ შეუყვარდებოდა მამაკაცი რომელსაც ოჯახი ჰყავდა. ალბად არც კი უყურებს ჯანქუქს სხვა თვალით. ყოველ შემთხვევაში ის კარგი პიროვნება იყო,მაშინაც კი თუ ჯიმინი რომანტიკული მხრით არ შეხედავდა უმცროსს,ისინი კარგი მეგობრები იქნებოდნენ მომავალში.

ჯანქუქი ტკივილს გრძნობდა გულში იმის გაფიქრებაზე რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იქნებოდნენ. ამ ჯერად ყველაფერი ნელა უნდა დაიწყოს, რადგანაც ურთიერთობაში ბავშვის იქნებოდა მონაწილე.
მას მხოლოდ ჯიმინისთვის სიყვარულის გაცემა არ შეეძლო, უნდოდა ბიჭიც მასთან ყოფილიყო.
ეს ყველაფერი შორს იყო ფანტაზიის სამყაროდან.

შავი მაისური, დახეული ლურჯი ჯინსი და თიმბერლენდები ჩაიცვა. გასვლამდე კი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

"ჯანქუქ.." ხმაზე შემოტრიალდა და მისი ბებია დაინახა.
"გამარჯობა მშვენიერო!" მიირბინა მოხუცისკენ. მას უყვარდა მისი მშვენიერი ბებია რომელიც ყოველთვის იცავდა. ქალმა ჩაიცინა და შვილიშვილს ჩაეხუტა.
"საით გაგიწევია?"
"თესთან! რამე გინდა?"
"ოჰ, არაფერი. უთხარი რომ მნახოს. მომენატრა." ჩაიცინა მან.
"აუცილებლად!"
"შეგიძლია სუშიც მიყიდო?"
ჯანქუქმაგრამ თავი დაუქნია და კარებისკენ გაიქცა.

მის ყურებას განაგრძობდა, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მისი შვილიშვილი ასეთი ბედნიერი ენახა. და ეს ერთ დღეში? რა მოხდა? მხოლოდ იმას იმედოვნებდა რომ რასაც არ უნდა გამოეწვია ეს ბედნიერება, არასდროს დასტოვებდა.

ჩემი შვილის მასწავლებელი [JIKOOK]Where stories live. Discover now