16

811 40 5
                                    

მთელი იმ დროის განმავლობაში როდესაც იზაბელა წაიყვანეს დემიენი განადგურებული იყო. ვერც კი ხვდებოდა რა მოემოქმედებია, თუ მის დახმარებას შეეცდებოდა ძალიან კარგად ხვდებოდა ლუკასი თავის სიტყვას შეასრულებდა და იზაბელას მოკლავდა, ამას კი ვერ დაუშვებდა, იზაბელას გარეშე ვერ იცოცხლებდა მისი პატარა და სიცოცხლეზე მეტად უყვარს, ვერც კი წარმოუდგენია როგორ შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას იზაბელას, რომ რამე დაემართოს გული საშინლად სტკივა, როდესაც წარმოიდგენს ახლა რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს მისი პატარა. იქნებ რა უჭირს, როგორ მდგომარეობაშია, რა დაუშავეს, ის ხომ ასეთი მეამიტია თავის დაცვასაც კი ვერ შეძლებდა ლუკასისგან. საშინელი ბრაზი ახრჩობს, ფიქრიც კი არ შეუძლია ამ თემაზე, აუცილებლად დაეხმარება იზაბელას, მაგრამ არ იცის როგორ.

Damien's pov ოთხი დღის წინ:

-წამოიყვანეთ!-მესმის ლუკასის ბრძანება და ვხვდები რომ იზაბელას წაყვანას აპირებს, არა ამას ვერ დავუშვებ ლუკასი მას საშინლად მოექცევა, ამ ერთი წლის განმავლობაში საკმარისად გავიცანი და ვხვდები რისი გამკეთებელიც არის, ბევრჯერ მომისმენია თუ რას უკეთებს ის გოგონებს, ჩემს დას რომ იგივენაირად მოექცეს არ ვაცოცხლებ.

-არ გაბედო მისი წაყვანა შე ნაბიჭვარო! მოგკლავ რამე რომ დაუშაო!-სასოწარკვეთილმა ვუღრიალე ბოლო ხმაზე, ამ წამს არაფერი აღარ მაინტერესებს იზაბელას გარდა, როდესაც მის ცრემლებს ვხედავ გული მტკივა, არ შემიძლია მას ასეთ მდგომარეობაში ვუყურო. საწყლად აგდია ძირს და შიშისაგან ვერც კი ინძრევა, ძალიან მინდა მასთან მივიდე და მთელი ძალით ჩავეხუტო, დავამშვიდო, მაგრამ ამ წამს ეს შეუძლებელიც კი მეჩვენება.

-რა თქვი?-ავისმომასწავლებელი მშვიდი ხმით მომმართა ლუკასმა და მკაცრი მზერა მესროლა.-გაიმეორე!-ახლა უკვე ხმამაღლა დაიღრიალა.

-არაფერი დაუშავო თორემ შენს გვამს იპოვიან!-არც მე არ დამიკლია და ხმამაღლა შევუყვირე, საქმე ჩემს დას ეხება მე კი არ შემიძლია ჩემი სიტყვების შედეგებზე ვიფიქრო.

MAFIA!Where stories live. Discover now