25

851 39 8
                                    

იზაბელას ცხოვრება გაუფერულდა, ვერ აანალიზებს მომხდარს, ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ სოფი აღარ არის. გული ეკუმშება როდესაც ხვდება თუ, როგორ დატოვა პატარა მარტო. წარმოდგენაც კი არ უნდა რა გამოიარა. ვერ ხვდება ვის შეეძლო მისთვის რამის დაშავება, ის ხომ უბრალოდ უცოდველი პატარა ბავშვი იყო. ჯერ კიდევ კართან არის ჩაკეცილი და სულმოუთქმელად ტირის, ის ტკივილი რომელსაც სოფის სიკვდილის გამო განიცდის შინაგანად ანადგურებს, სუნთქვის საშვალებას არ აძლევს. გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცის, რომ მასაც მიუძღვის წილი ამ საქმეში, სოფი რომ არ დაეტოვებია იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო. იხსენებს მის ღიმილს და უნებურად თვითონაც ეღიმება, როგორი საყვარელი იყო როდესაც დილით დაიკოს აღვიძებდა და ლოყაზე ტკბილად კოცნიდა. იზაბელა აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ წარსულია, რომელიც აღარასდროს აღარ განმეორდება და მეტად იპყრობს ტკივილი. უკვე გაუსაძლისად ენატრება პატარა, რა უნდა გააკეთოს მის გარეშე? ლუკასიც კი ჩუმადაა, ვერ ბედავს რამე თქვას, მის რაღაც ადამიანურ ნაწილსაც ეტკინა სოფის სიკვდილი. იზაბელას განადგურებულ სხეულს უყურებს და საშინლად უნდება დაამშვიდოს, ნაწილობრივ მასაც ესმის რას გრძნობს ის, მართალია მისთვის ფასი არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ ბავშვების მიმართ ყოველთვის ლმობიერია. მასაც ჰყავს პატარა და, ამიტომ იცის როგორია დედმამიშვილის სიყვარული. აღარ შეუძლია იზაბელას ასეთი ტანჯვის ყურება, ფრთხილად აჰყავს ხელში დასუსტებული სხეული და მკერდზე იკრავს, გოგონა არც კი ეწინააღმდეგება, არ შესწევს მაგდენი ძალა. ხელებს მხრებზე ხვევს და ისევ ახლიდან იწყებს ტირილს, ვერ მშვიდდება, გული ძალიან სტკივა. დემიენი ხვდება, რომ დროა წავიდეს, დას თვალს ავლებს, შემდეგ კი უკანმოუხედავად ტოვებს სახლს. ლუკასმა იზაბელა ნელი ნაბიჯებით მიიყვანა ოთახამდე, ტანსაცმელი ნაზად გახადა და ლოგინში ჩააწვინა. ლილეს ფრთხილად მიუახლოვდა, ერთხანს დააკვირდა ისეთი პატარა და საყვარელია, შემდეგ ხელში აიყვანა და იზაბელას გვერდით მიუწვინა, როგორც კი დედის სურნელი იგრძნო იმწამსვე შეიშმუშნა და მისკენ ახლოს მიიწია, იზაბელამაც საპასუხოთ გულში ჩაიკრა პატარა არსება, მთელი გრძნობით მოეხვია. ამის შემყურე ლუკასმა ვეღარ მოითმინა, ფრთხილად მიუწვა ლილეს გვერდით, მანაც მოჰხვია ხელი პატარას, იზაბელას გაკვირვებული სახისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. ახლა მხოლოდ მისი პატარა აინტერესებს. ამ წამს ისევ იმ აზრზე იყო რომ იზაბელა გაენადგურებია, მაგრამ დროებით ეს საქმე გადადო, ჯერ დაელოდება მის გამოკეთებას, შემდეგ კი აუცილებლად დასჯის იმის გამო რომ თითქმის ერთი წელი საავადმყოფოში გაატარა. როცა ახსენდება როგორ ცდილობდა იზაბელა ლილე მისგან წაეყვანა სისხლი უდუღდება, საშინელი ბრაზი იპყრობს, ამისთვისაც აუცილებლად აგებიებს პასუხს. ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ ჩაეძინა იზაბელას, ბავშვი კი არა და არ ისვენებდა, ლოგინში წრიალებდა ძილი კი არ ეკარებოდა, შეწუხებულმა ლუკასმა გადაწყვიტა ცოტა გაესეირნებია რათა უკეთ დასძინებოდა, ამიტომ ბაღში გაიყვანა. ლილე მის ყელზე იყო მოხვეული, ლუკასს კი ეს ყველაფერი აბედნიერებდა. ისეთი პატარაა, მაგრამ მაინც გამოხატავს სიყვარულს. იზაბელას ერთი საათის განმავლობაში ტკბილად ეძინა, თითქოს დაავიწყდა კიდეც მომხდარი ამბავი. ნელ-ნელა თვალები გაახილა, ერთხანს გაშეშდა ვერ გაიაზრა სად იყო ან რა ხდებოდა, შემდეგ კი სოფი გაახსენდა, მაშინვე ცრემლები წამოუვიდა, ისევ დაბრუნდა ის ტკივილი რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში უკვალოდ გამქრალიყო. როდესაც ლილე მის გვერდით ვერ დაინახა შიშმა შეიპყრო, სუნთქვა შეეკრა ვერ გადაიტანს მანაც რომ დატოვოს. სწრაფად წამოდგა ფეხზე და მთელს სახლში დაუწყო ძებნა, როდესაც ბაღში ლუკასსთან ერთად დაინახა ძალიან გაბრაზდა, მათთან მივიდა, ბავშვი ხელიდან გამოწიწკნა და გულში ჩაიკრა.

MAFIA!Dove le storie prendono vita. Scoprilo ora