31

766 30 10
                                    

მთელი დღის განმავლობაში იზაბელა ძმას გვერდიდან არ შორდება, პატარა ბავშვივით დადევს კუდში, სადაც წავა იქ მიჰყვება, ამოსუნთქვის საშვალებას არ აძლევს. ძალიან მგძნობიარეა თუ დემიენმა ერთი ზედმეტი სიტყვა უთხრა მაშინვე თვალები უცრემლიანდება. ახლა ბიჭის კალთაშია მოკალათებული და მშვიდად უყურებს ფილმს, ძმის გულისცემას უსმენს, საოცრად ამშვიდებს ეს ხმა. ახსენდება ყველა ის მომენტი რომელიც ბავშვობაში ერთად გამოიარეს, ძალიან კარგი გრძნობა ეუფლება, გულში სითბო ეღვრება. როგორი ბედნიერი იყო პატარაობაში, ახლა კი ცხოვრების ხალისი აქვს დაკარგული. ერთწამს წარსულის ბედნიერი მოგონებებით ტკბება, დემიენის ხმა კი რეალობაში აბრუნებს, თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, როდესაც გაიაზრა რა ხდებოდა ამჟამად მის თავს თვალები აუცრემლიანდა, ძმას მჭიდროდ მიეკრო, თავი მის ყელში ჩარგო და მწარედ აქვითინდა.

-რა გჭირს იზაბელა, უკვე მაშინებ.-აღელვებული ხმით უთხრა დემიენმა და ხელები ძლიერად შემოხვია.

-მ..ტკივა...-ამოილუღლუღა გოგონამ.

-სად გტკივა ჩემო პრინცესა.-თავს აწევიებს გოგონას.

-აი აქ.-ჩურჩულებს და მკერდზე ხელს იდებს.

-ჩემო პაარა გთხოვ არ იტირო.-ლოყაზე კოცნის დას. ძალიან ნერვიულობს მასზე, ვერ იტანს იზაბელას ტირილს, მისი ყოველი ცრემლი გულზე მტკივნეულად ხვდება. გოგონა ისევ გულამოსკვნილი ტირის, ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეძლო გრძნობებისგან დაცლა. მთელს დაგროვილ ბრაზსა თუ სევდას ცრემლებს აყოლებს, ნეგატივისგან მთლიანად თავისუფლდება.

-გთხოვ მითხარი რატომ ტირი, თუ იმ ნაბიჭვარმა დაგიშავა რამე ჩემი ხელით მოვკლავ.

-ი..ს ცუდად მე..ქცევა.-სლუკუნით ამბობს გოგონა და ბიჭს ხელებს მთელი ძალით ჰხვევს.

-ეგ ნაბიჭვარი... დღესვე წამოვიყვან ლილეს და ჩემთან იცხოვრებთ.-გაღიზიანებული ეუბნება დას.

MAFIA!Where stories live. Discover now