28

893 40 13
                                    

ჩიტების ტკბილი გალობა აღვიძებს იზაბელას. თავს კომფორტულად გრძნობს, თვალების გახელაც კი არ სურს. წელზე ძლიერ ხელებს გრძნობს, ერთწამ ეღიმება ხოლო როდესაც იაზრებს ვისთან ერთადაც წევს ლოგინში თვალებს სწრაფად ახელს, ფრთხილად იშორებს ლუკასის ხელებს და ლოგინიდან დგება.

-შენი აზრით სად მიდიხარ?-ბიჭის ბოხი ხმა აჩერებს კარებთან მისულს. გული საშინლად უწყებს ფეთქვას, უცნაური გრძნობა ეუფლება.

-მ..მე...-აცახცახებული ხმით ცდილობს თავი გაიმართლოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. შიში იპყრობს, არ უნდა ისევ ეჩხუბოს. მის ლოყებზე ცრემლები იკვლევს გზას, არ სურს ლუკასთან ლაპარაკი, მაგრამ წასვლასაც ვერ ახერხებს. ერთ ადგილზეა გაშეშებული და მთელი სხეული უცახცახებს. ეს ბიჭს არ გამოჰპარვია, სწრაფად მიდის მისკენ და უკნიდან ეხუტება გოგონას.

-რატომ ტირი?-ყურში ეჩურჩულება იზაბელას და იქვე კოცნას უტოვებს. გოგონას სხეულში ჟრუანტელი უვლის, ბიჭის სუნთქვას გრძნობს ყელზე, მისი ხელები წელზე მეტად ძაბავს, მაგრამ ამ სიამოვნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.

-მეშინია.-ძლივსგასაგონად ჩურჩულებს იზაბელა.

-რისი პატარავ?-გოგონას საწვალებლად უსვავს კიდევ ერთ კითხვას. თან უფრო იკრებს ტანზე.

-შენ კარგად მექცევი, შემდეგ კი ისევ მატკენ.-ახლა უკვე ხმამაღლა ატირდა გოგონა. სცადა გაქცეულიყო, მაგრამ ლუკასმა შემოატრიალა და მის დიდ ტუჩებს დაეწაფა, ფაქისად კოცნიდა, იზაბელა კი ჯერაც შოკირებული უმოძრაოდ იდგა. ბიჭმა ტუჩზე უკბინა რის გამოც გოგონამ ამოიკვნესა, ლუკასმა ენა პირში შეუსრიალა, როდესაც იზაბელა მიხვდა კოცნა მომთხოვნი ხდებოდა ბიჭი ხელის კვრით მოიშორა, შემდეგ კი ოთახიდან სწრაფად გავარდა. აბაზანაში ჩაიკეტა სუნთქვა უჭირდა, რა მოხდა ამ წამს? ვერაფერს ხვდებოდა. რატომ გრძნობდა მუცელში პეპლებს? ერთი საათის განმავლობაში იყო აბაზანაში, სუნთქვის დარეგურილების შემდეგ კი გარეთ გამოვიდა. მისაღებში ჩასვლისას ვერავინ ნახა, ცოტა დაიძაბა არ უყვარს მარტო დარჩენა. ლუკასს დაუწყო ძებნა, როცა სახლში ვერ იპოვა ბაღში გადაინაცვლა, დიდხნიანი უაზრო სარულის შემდეგ რაღაც ხმები მოესმა თავიდან შეეშინდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა ლუკასი იქნებოდა ამიტომ ჩუმი ნაბიჯებით წავიდა ხმის მიმართულებით, როგორც გაარკვია ხმა სარდაფიდან მოდიოდა. ფრთხილად ჩავიდა შიგნით და იქვე კედელს ამოეფარა, დანახულმა შოკში ჩააგდო, გარემო ჩაბნელებული იყო, რამდენიმე ადამიანი კართან იდგა, ლუკასი კი სკამზე მიმბულ ითანს გამეტებით სცემდა. შიშისგან გოგონა წაბორძიკდა, რამაც ხმაური გამოიწვია. მისი და ლუკასის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, იზაბელა იმწამსვე გაიქცა, უკანმოუხედავად გარბოდა თან თვალებიდან ცრემლები ცვიოდა, ისე სასტიკად გამოიყურებოდა ლუკასი. მოულოდნელად შეხება იგრძნო, რის გამოც ჩაიკეცა. ახლა რა იქნება, მოკლავს? უკვე სუნთქვაც აღარ შეეძლო. ფართხალს არ წყვეტდა რის გამოც ლუკასი მეტად უჭერდა ხელებს.

MAFIA!Where stories live. Discover now