17

809 38 6
                                    

იზაბელა ახლა თავის თბილ საწოლშია მოკალათებული ვივიენთან ერთად და ტკბილად სძინავს. ის მშვიდადაა, სახლში თავს ბედნიერად გრძნობს. იმ მომენტის გახსენებაც კი არ უნდა, როდესაც ლუკასთან იყო. ეზიზღება ყველაფერი რაც მას უკავშირდება, შეხებები, კოცნები... ვერაფერს ვერ იტანს, ლუკასის დანახვაც კი არ უნდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დემიენზეც ძალიან გაბრაზებულია, გულის სიღრმეში იცის რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ბრაზობს მასზე. რატომ არ იყო მის გვერდით, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა? რატომ მისცა ლუკასს უფლება მის დას შეხებოდა? საშინლად იმედგაცრუებული და გულნატკენია, მთელი სხეული ეწვის. მართალია ვივიენმა მასზე იზრუნა და ჭრილობები დაუმუშავა, მაგრამ ამან არ ჩააცხრო იზაბელას ტკივილი. სოფის ძალიან უნდოდა მისი და ენახა, მაგრამ დემიენმა ამის უფლება არ მისცა, უთხრა რომ ძილი სჭირდებოდა შემდეგ კი აუცილებლად მოინახულებდა. სხვა რა გზა ჰქონდა სოფის, ამ შემოთავაზებას დათანხმდა. ერთი სული აქვს დაიკოს როდის ჩაეხუტება, ოთხი დღის განმავლობაში ძალიან მოენატრა.

იზაბელამ უკვე გაიღვიძა, მაგრამ ადგომა არ შეუძლია იმიტომ რომ სხეული ტკივა,თან ბიჭების ნახვა არ სურს, მათთან თავს ცუდად გრძნობს. სოფის ნახვა ჯერ არ უნდა რადგან საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, იცის პატარას შეეშინდება, ამიტომ ვივიენთან ერთად ყოფნა ურჩევნია, მასთან შედარებით მშვიდად გრძნობს თავს. მოულოდნელად მუცლის არეში გაუსაძლის ტკივილს გრძნობს რის გამოც იშმუშნება, ასე არასდროს მოსვლია, შიშის გამო კანკალი იტანს ხოლო ვივიენს მალევე ეღვიძება, მეგობრის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას კი შინდება.

-რა მოგივიდა? კარგად ხარ?-ანერვიულებული ხმით შესძახა იზაბელას.

-მ..უცელი მტ..კივა-ძლივს წარმოსთქვა ტკივილისაგან შეკუმშულმა გოგონამ და ხელები მეტად მიიჭირა მუცლის არეში.

MAFIA!Where stories live. Discover now