19

765 38 9
                                    

ძალიან ცუდად გრძნობს თავს იზაბელა, თვითონაც ვერ ხვდება რა სჭირს, მას ხომ ლუკასისგან თავის დაღწევა უნდოდა, ახლა კი ის მკვდარია. მაშინ რატომ ტკივა გული ასე ძალიან, იქნებ იმიტომ რომ მისი ძმა მკვლელი გახდა? ამის გაფიქრებაზე გულში ჩხვლეტას გრძნობს, დემიენი მკვლელი არ არის ის კეთილი ბიჭია, არასდროს არავის ავნებს. რეალობა კი სულ სხვაა მან ადამიანი მოკლა. იზაბელა საწოლში წევს, ჯერ ისევ ლუკასის მაისური აცვია. არ აღიარებს, მაგრამ ეს სურნელი ამშვიდებს, თითქოს მიჯაჭვულია მასზე, როცა ლუკასი ახსენდება ცრემლების ახალი ნაკადი უსველებს გაფითრებულ ლოყებს. ამ ერთ კვირაში ძალიან დასუსტდა, ნერვიულობის გამო საკვები დიდიხანია ნორმალურად არ მიუღია, მაგრამ ახლა ჭამას ვერ შეძლებს. ადრე თუ თვალების დახუჭვისას ულამაზეს ხედებსა და საყვარელ ადამიანებს წარმოიდგენდა, ახლა მხოლოდ ლუკასის სისხლიან სხეულს ხედავს მიწაზე მწოლიარეს. ეს კადრები გონებიდან არ ამოსდის, ვერ ივიწყებს ამ საშინელებას, რამდენჯერაც დაძინება სცადა იმდენჯერ საშინელი კოშმარები ესიზმრება და შეშინებულს ეღვიძება. ასე ცხოვრება არ სურს, ვერაფერ კარგზე ვეღარ ფიქრობს რის გამოც ცხოვრების გაგრძელება სურს, ახლა მხოლოდ სიკვდილი მიაჩნია ერთადერთ გამოსავლად. ვივიენმა მასთან საუბარი სცადა, მაგრამ იმწამსვე თავი აარიდა ყველა კითხვას და ყურადღება არ მიაქცია, თავის ფიქრებთან მარტო დარჩენა და ყველაფრის გააზრება სჭირდება. ბევრი რამ გადახდა ამ მცირე დროში, ამასთან შეგუება კი ძალიან უჭირს, ყველაფერი ერთი დიდი სიზმარი ჰგონია, რომელიც მხოლოდ მაშინ დამთავრდება როდესაც გაიღვიძებს, მაგრამ პრობლემა ის არის რომ ვერ ფხიზლდება, არ შეუძლია თვალი გაუსწოროს ამ ყველაფერს, არ უნდა იმის აღიარება რომ ლუკასი მკვდარია, ხოლო მისი ძმა მკვლელი გახდა. სული ეხუთება ამაზე ფიქრისას, წესიერად სუნთქვა აღარ შეუძლია, ჰაერზე გასვლა სჭირდება. სწრაფად დგება და ქვედა სართულზე ჩარბის, არ ადარდებს რომ მხოლოდ ლუკასის მაისური აცვია ისე გადის გარეთ, სახეზე ცივი ნიავი ხვდება, სიამოვნებისგან სხეულში ჟრუანტელი უვლის, ხელებს შლის და სიცივეს უფლებას აძლევს ძვლებამდეც კი მიატანოს. სიამოვნებს ის სიცივე რომელიც მთელს სხეულში უჯდება და გულსაც კი უყინავს. ჰაერს ღრმად ისუნთქავს, თვალებს ხუჭავს, მოულოდნელად კი ლუკასის შეხებები ახსენდება, შეიგრძნობს მის ხელს წელზე, ფეხებზე... ნათლად გრძნობს მის კოცნებს კისერსა და სახეზე, უნებურად ეღიმება, თავს ბედნიერად გრძნობს, წამით ავიწყება ის ტკივილი რასაც აქამდე განიცდიდა. ცოტაც და აღიარებს, რომ მის მიმართ რაღაც მიზიდულობას გრძნობს, ის ხომ ასეთი სიმპატიურია ამ დროს კი გონებაში მისი სიკვდილის მომენტი უტივტივდება, ღიმილი სახეზე ახმება, თვალებს სწრაფად ახელს, ხელებს კი ნელა უშვებს დაბლა, იმედგაცრუებულია ის ხომ ისე შეიჭრა თავის ოცნებებსა და მოგონებებში, რომ რეალობაც კი დაავიწყა. თვალიდან ცრემლი უგორდება, აქამდე თუ სიამოვნებდა სიცივე ახლა ძვლებს უყინავს და სხეულს უცახცახებს. ვერაფერს ვერ იტანს ამ ცხოვრებაში. რატომ ხდება ყოველთვის ასე? ბედნიერებას არასდროს აცდიან. გულის სიღრმეში ლუკასის მიმართ რაღაცას გრძნობს, ეს არც სიყვარულია და არც სიძულვილი, არის რაღაც რაც მხოლოდ ლუკასის ნახვისას უჩნდება, ახლა კი იცის ვერასდროს ნახავს. გული ეკუმშება, ცივ მიწაზე ეცემა და გულამოსკვნილი იწყებს ტირილს, სუნთქვა უძნელდება, ყელზე ძლიერად იჭერს ხელებს, ისე რომ კანი უწითლდება. არ უნდა ასე ძალიან ეწვოდეს გული, ამას ურჩევნია ფიზიკური ტკივილით იტანჯებოდეს. სულიერ ტკივილზე საშინელი არაფერია, იზაბელა კი ჯერ ძალიან პატარაა ასეთი ტანჯვისთვის. დემიენს განადგურებული იზაბელას დანახვაზე გული ეკუმშება, სწრაფად მირბის მასთან და პატარა დაუძლურებული სხეულის წამოყენებას ცდილობს.

MAFIA!Where stories live. Discover now