{ 1 }

140 11 2
                                    


ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა საშინლად ბნელა და გარშემო მხოლოდ ტყეა, საშინლად ნისლიანი და ცივი, ირგვლივ არავინ დაიარება გარდა ერის არსებისა რომელიც ტყეში დასეირნობს და საერთოდ არ ეშინია პირიქით მარტოობით ტკბება, ის დინჯად წელში გამართულად და თავ აწეულად მისეირნობს, მაღალია საკმაოდ ძლიერი ჩანს და დაკუნთული სხეული აქვს, მკაცრი იერით დიდი და შავი თვალებით რომლის გამოხედვაც ჟრუანტელს მოგგვრით, ერთი შეხედვით ის საკმაოდ საშიშად გამოიყურება, მაგრამ არავინ არ იცის მისი შინაგანი სამყარო თუ როგორია სინამდვილეში, ის არ არის
ბოროტი უბრალოდ იძულებულია ყველას თვალში უგულო და ბოროტი იყოს რადგან მას დაემორჩილონ, ის ხომ თვით ლუციფერია რომელიც შიშის ზარს ცემს ყველას, მართალია ბევრი ცუდი რამ ჩაუდენია მაგრამ იძულებული იყო, ბევრი უმოწყალოდ მოუკლავს მაგრამ ეს არასოდეს სიამოვნებდა უბრალოდ მამის გამო იქცეოდა ასე რომელიც სიბოროტეს უნერგავდა შვილს,
ლუციფერს მხოლოდ სურდა რომ მამამისს მისით ეამაყა, მაგრამ უკვე გვიანი იყო როდესაც თავის დანაშაულს მიხვდა, ერთ დროს კეთილი და უბოროტო ანგელოზი მკვლელი გახდა რის გამოც
კიდევაც  დაისაჯა, მაგრამ
უკვე ყელში აქვს ამოსული ეს ყველაფერი, ყველაფრისგან დაიღალა აღარ შეუძლია აქ ყოფნა, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, ყველაფერი მან უნდა მოაგვაროს და ყველას მაგივრად ის დაიტანჯოს, როგორ უნდა ამ ადგილის დატოვება მაგრამ არ შეუძლია, რომ წავიდეს ვინ მიხედავს მის სამფლობელოს ასე მარტივად, მას ყავს არჩეული მომავალი მმართველი მაგრამ ასე მარტივად ვერ თმობს რადგან საუკუნეებია აქ არის და ის განაგებს ჯოჯოხეთს.
ის უკვე საუკუნეებია აქ ცხოვრობს
და ყველა რაღაცას მოითხოვს მისგან, შეწყალებას და გაშვებას,
ყველას საკუთარი თავი ანაღვლებს
მაგრამ არავის აინტერესებს თუ რა სურს მას, უკვე ყელში აქვს ამოსული ერთი და იგივეს კეთება
საუკუნეები ჯოჯოხეთის მართვას შეალია თავი ახლა კი მას უნდა ცხოვრებით დატკბეს, ნუთუ ამას არ იმსახურებს. არ უნდა რომ იყოს პიროვნება რომელიც შიშის ზარს ცემს, მას სხვა რამ სურს რაც მისთვის შეუძლებელია,
მას უნდა იყოს ადამიანი დიახ ადამიანი, ლუციფერმა კარგად იცის თუ რაოდენ სასტიკია ადამიანთა სამყარო, მაგრამ მან ბევრი კარგი რამ იცის რითაც შეუძლია ისიამოვნოს, უნდა ცხოვრება შეიგრძნოს აღარ უნდა საუკუნოვანი სიცოცხლე, უნდა რომ გააჩნდეს გრძნობები და მისი სისხლი თბილი იყოს, მისი სხეულიც და მისი გულიც, უნდა რომ იგრძნოს თუ როგორია ბედნიერება.
აქ კი მას არ შეუძლია მინიმუმ მზის სხივი მაინც დაინახოს, არ შეუძლია იყოს ბედნიერი. არადა როგოს სურს შეიგრძნოს მზის სხივები მის კანზე, სურს რომ სითბო იგრძნოს და ამ უკუნით სიბნელეს თავი დააღწიოს.
მერე რა რომ სხვების თვალში ბოროტი და სასტიკია, რა მოხდა თუ ის ეშმაკია, მასაც აქვს უფლება ბედნიერების, მერე რა რომ ცოდვილია, ცოდვები უკვე მოინანია ღმერთის წინაშე, ზუსტად რვაასი წელია აქ არის გამოკეტილი, მისი სასჯელი კი უკვე ასი წლის წინ დასრულდა, უბრალოდ აქაურობის მართვას მიეჩვია და ეს მისი ვალდებულებაცაა რომელსაც ვერ გაექცევა, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ სურს რომ მაინც მიატოვოს თავისი სამფლობელო და წავიდეს ადამიანთა სამყაროში, ამისთვის კი ზემოთ უნდა ისაუბროს იქ სადაც ყველაფერი წყდება.

ლუციფერიWhere stories live. Discover now