{ 10 }

41 8 1
                                    


უკვე ერთი თვე გავიდა რაც ჯონგუკი და ჯიმინი ერთად არიან იმავე დღესვე დაბრუნდნენ უკან და მეგობრებს ახალი ამბავი ახარეს,
ყველას გაეხარდათ განსაკუთრებით ჯინს და თეჰიონს ისინი სიხარულისგან ხტოდნენ და გაყვიროდნენ როგორც იქნაო.
პაემანზეც იყვნენ რამოდენიმეჯერ
ერთხელ გასართობ პარკში წავიდნენ ჯონგუკის იდეით მაგრამ ჯიმინი უფრო გაერთო ვიდრე ჯონგუკი, რადგან ყველა ატრაქციონზე დაჯდა რაც კი პარკში იყო არადა მანამდე ჯონგუკს ეწუწუნებოდა ბავშვი ხო არ ვარ რა მინდა აქო.

დრო გადიოდა და ჯონგუკის წასვლის დღეც მალე მოვიდა ჯიმინი კი ძალიან ღელავს ამაზე რადგან მხოლოდ ორი დღე დარჩა და შეიძლება ჯონგუკი
ვეღარც კი ნახოს
ამიტომ გვერდიდან აღარ შორდება და სულ უკან დასდევს,
ჯონგუკიც ღელავს მაგრამ არ იმჩნევს ჯიმინს არწმუნებს რომ ყველაფერი კარგად იქნება ის მალე დაბრუნდება და აღარსად წავა,
ჯიმინი კი უღიმის მაგრამ გული საშინლად ტკივა.

უკვე დრო ამოიწურა და ჯონგუკიც ზემოთ აიჭრა არ შეეძლო, უბრალოდ ჯიმინს ვერ დაემშვიდობა,
ვერ შეძლო ამიტომ უკანმოუხედავად წავიდა ჯიმინს არ წყენია რადგან მისთვისაც რთული იყო და ვერ გაუშვებდა ასე რომ არ მოქცეულიყო.

ჯონგუკის წასვლიდან ერთი კვირა  გავიდა ჯიმინი კი ელოდება და იმედებს არ კარგავს,
უბრადლოდ საშინლად მოწყენილია თეჰიონი და ჯინი კი მის გამხიარულებას ცდილობენ რაც ნამდვილად არ გამოსდით.
ჯონგუკზე კითხვებს არ უსვამენ მხოლოდ ის იციან რომ დაშორდნენ და ჯონგუკი წავიდა.

ერთ დღეს ჯიმინმა სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტა რადგან მთელი ორი კვირაა სახლში ზის და ჯონგუკზე ფიქრობს,
მანქანის გასაღები აიღო და სანაპიროზე წავიდა,
ღამე იყო ამიტომ სანაპირო ცარიელი იყო მხოლოდ ტალღების ხმა ისმოდა და ნიავი სასიამოვნოდ უბერავდა, ჯიმინი ზღვას მიუახლოვდა მაგრამ შიგნით ვერ შევიდა რადგან ახლა ამის ხასიათზე არ იყო,
ამიტომ ძირს დაჯდა ქვიშაში ფეხები შეაცურა და მაღლა ცაში ყურება დაიწყო,
ცაზე უამრავი ვარსკვლავი კაშკაშებდა მაგრამ მისი ანგელოზის თვალები მხოლოდ ერთ ვარსკვლავს ეძებდა,
მაგრამ იცოდა რომ მას იქ ვერ იპოვნიდა რადგან ის ვარსკვლავი განსაკუთრებულია
ის არ კაშკაშებს ის წყვდიადითაა მოცული, შეიძლება ბევრისთვის შეუმჩნეველია მაგრამ ის მას ხედავს მართალია მის თვალებში არ ჩანს მაგრამ მის გულში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს.

ლუციფერიWhere stories live. Discover now