{ 5 }

58 10 0
                                    


იმ საღამოს გადაწყვიტეს კლუბში წავსულიყავით, კლუბში ყველა
კარგად ერთობოდა ჩემს გარდა რადგან მე სახლში მშვიდად ყოფნა და წიგნის კითხვა მირჩევნია ან რაიმე ფილმის ყურება, ვიდრე ამ სულელურ ბარში უაზროდ ცეკვა და დროის ფუჭი კარგვა, რა ვქნა ზოგს ეს სიამოვნებს მაგრამ მე არა ჩემთვის ეს ყველაფერი არაკომფორტულია, რაც შეეხება ჯონგუკს მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს ამიტომ ჯობს ჩემთვის ვიყო ვიდრე იმ ვირს ხმა გავცე, რადგან ახლა კამათის ხასიათზე არ ვარ.

კლუბში ცალკე ვიაიპ ზონაში ვზივართ და ვსვავთ, ნუ მე ცოტას ვსვავ რადგან დიდად არ მიყვარს დალევა, რაც შეეხება დანარჩენებს მთელი საღამოა ჰოსოკი თეჰიონს თვალებით ბურღავს, ნამჯუნი კი ჯინს, მალევე ფეხზე დგებიან ნამჯუნს და ჰოსოკს კი საცეკვაოდ  ჯინი და თეჰიონი მიჰყავთ, მეც მათავაზობენ მაგრამ უარს ვეუბნები საუბედუროდ კი მე და ჯონგუკი ვრჩებით მარტონი
რაც საერთოდ არ მახარებს მე ჩემთვის ვზივარ ჩუმად და ფიქრებში ვარ ჩაფლული ეს ფიქრები კი ლუციფერს ეკუთვნის წარმოვიდგენ თუ როგორი არსებაა და მეღიმება რადგან ჩემს წარმოსახვაში ის კარგია.
უეცრად ფიქრებისგან ჯონგუკს გამოვყავარ.

_ შენ რატო არ ცეკვავ?

აი რა უნდა, უნდა რომ მაინც და მაინც ვეჩხუბო? უკვე ნერვებს მიშლის მაგრამ არ ვიცი რატომ მან ხო უბრალოდ მკითხა თუ რატო არ ვცეკვავ მაგრამ მისი რა საქმეა, სხვა გზა არ მქონდა ამიტომ მეც ვუპასუხე.

_ რადგან არ მიყვარს ასეთი ადგილები და ასე გართობა.

უხეში ტონით ვუთხარი და თვალებში ჩავხედე, თითქოს მეცნობა ეს ღრმა და შავი თვალები მაგრამ არ ვიცი საიდან.

_ აბა როგორი გართობა გიყვარს

_ ვფიქრობ არ დაგაინტერესებს რადგან მისაწყენად ჩათვლი

_ არა გეფიცები არაფერს ვიტყვი უბრალოდ მითხარი, ჯიმინ ვცდილობ რომ კარგი ურთიეთრთობა გვქონდეს ამისათვის კი საჭიროა რომ ერთმანეთის შესახებ ცოტა რამ მაინც ვიცოდეთ გთხო მომეცი
შანსი კარგი?
რადგან არ მიყვარს როდესაც ვინმესათნ გაურკვევლობაში ვარ.

ლუციფერიWhere stories live. Discover now