{ 7 }

55 12 0
                                    


დილით ექვს საათზე გამეღვიძა ამიტომ გადავწყვიტე ტყეში გამესეირნა და მალევე დავბრუნებულიყავი, ავდექი მოვემზადე და გარეთ გავედი.

ტყეში უფრო შევედი ისე რომ ვერც გავიაზრე რადგან ბუნებით ვტკბებოდი, ცოტა სიარულის შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა  ვეღარ ვიპოვნე, რა სულელი ვარ ისე მოვდიოდი თითქოს გზა მცოდნოდა, ჯობს გზა გავაგრძელო იქნებ გასასვლელი ვიპოვნო
მზე უკვე კარგად ამოსულიყო მაგრამ ხეები ფარავდა მის სხივებს
ამიტომ ძალიანაც არ ცხელოდა.

სიარულს ვაგრძელებდი მაგრამ უკვე ძალიან მეშინოდა რადგან რაღაც ხმები მესმოდა და ეს ხმა უფრო მძაფრდებოდა, უეცრად უკნიდან რაღაც ხმა გავიგონე თავიდან შემეშინდა მეთქი რამე ცხოველი არ იყოსთქო მაგრამ იქნებ მეძებენ და მიპოვნესთქო ამიტომ შევტრიალდი და ახლა ვნატრობ ნეტავ არ დამენახა, შიშისგან ვიყვირე და მუხლებში მოვიკეცე ფეხზე დგომა არ შემიძლია მუხლებში ძალა დავკარგე რადგან რაღაც უცნაური არსება მიახლოვდება, ის საკმაოდ
დიდია და მგონი მივხვდი ის მაქციაა... მაგრამ ის მგელი უფროა არა მგელი ორ ფეხზე არ დადგებოდა.
არა არ მჯერა მელანდება, რა მაქცია ფილმში კი არ მიღებენ ეს რეალობაა, მაგრამ ჩემსკენ რატომ მოდის ისევ რატომ მიახლოვდება, რატომ არ მიდის თუ ეს რეალობა არაა, მეშინია მაგრამ ხმას ვერ ვიღებ ყვირილი მინდა მაგრამ არ შემიძლია, ვიცი რომ მაქციები სასტიკები არიან და არ დამინდობენ, მეშინია არ მინდა ჯერ სიკვდილი მაგრამ ვინ მოვა ვერავინ დამეხმარება, ის უკვე თავზე მადგას სადაცაა თავს დამესხმება მაგრამ უეცრად ხეებიდან რაღაც არსება ძირს ვარდება და მაქციაც იქეთ ამახვილებს ყურადღებას, მეც მას მივჩერებივარ მგონი ფრინველია მაგრამ ის დგება და ჩემსკენ მოიწევს, მოიცა კარგით რა ახლა ამასაც ჩემი შეჭმა უნდა?

მოიცა მე ის მეცნობა ეს ხომ ჯონგუკიაა, მაგრამ ასე რატომ  გამოიყურება არა ნამდვილად მესიზმრება.
ბოლოს ის მახსოვს რომ მაქცია მისკენ გაიქცა შემდეგ კი ყველაფერი შავდება.

ლუციფერიWhere stories live. Discover now