{ 4 }

61 9 0
                                    


უკვე საათები გავიდა რაც წიგნს ვკითხულობ დროის შეგრძნება დავკარგე, კითხვა დავასრულე და წიგნი დავხურე, ყდას დავაკვირდი ის ისე უინტერესოდ გამოიყურება რომ ცოტას თუ დააინტერესებს და  ცოტა თუ წაიკითხავს, მაგრამ წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო ჩემთვის ეს წიგნები საგანძურია რადგან მიყვარს მითოლოგია, ვგიჟდები მითიურ პერსონაჟებზე მათგან ბევრს გამოვარჩევდი, კარგებიც არიან და ცუდებიც მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ამოიუცნობი მაინც ბნელეთის მბრძანებელია, მას ისე საზარლად აღწერენ რომ ყველას შიშს მოგვრის, მაგრამ ჩემი აზრით არის მასში რაღაც კარგი, ის ხომ ანგელოზი იყო და შემდეგ გახდა ბოროტი, ვიცი რომ ეს ქმნილება ბევრისთვის საშიშია მაგრამ ჩემთვის არა, ბევრი წამიკითხავს მასზე მის გარეგნობაზე მაგრამ მე სულ სხვანაირს წარმოვიდგენ, უბრალოდ არ მჯერა რომ ის ასეთი ბოროტია არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს ის მარტოსულია, თითქოს არავინ ყავს სინანულს ვგრძნობ მის გამო რადგან ბნელეთში ცხოვრობს იქნებ რას გრძნობს, ვიცი რომ ის არ არსებობს მაგრამ ჩემთვის ყველა მითოლოგიური არსება ნამდვილია, მიყვარს მათი შესწავლა მათი ამოცნობა მათი სამყაროს წარმოდგენა და მისი შეცნობა, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა როდესაც სხვადასხვა არსებას შეიცნობ და იგებ მის რელურ სახეს, მაგრამ ვერ შევძელი ამომეცნო თვით ნახევრად ანგელოზი და ნახევრად ეშმაკი ქმნილება, დარწმუნებული ვარ მასში რაღაც სიკეთის მარცვალი იქნება, 
ზოგჯერ მგონია რომ ის მართლა არსებობს და მასთან შეხვედრა შემიძლია, არ ვიცი თუ გინდათ გიჟად ჩამთვალეთ მაგრამ ხანდახან ხალხს ვაკვირდები და ვცდილობ მათში ის აღმოვაჩინო
მგონი მისი შეცნობის სურვილი ისე მკლავს რომ მას რეალურ სამყაროში ვეძებ და არა ჩემს ილუზიებში,
უბრალოდ თუ ოდესმე მომეცემა საშვალება რომ ვნახო მითოლოგიური არსება,
ეს არსება ლუციფერი იქნებოდა და საბოლოოდ გავიგებდი მის ნამდვილ სახეს.
ფიქრს ტელეფონის ხმა მაწყვეტინებს თორემ მეთლი დღე შემიძლია მითოლოგიაზე ფიქრში გავატარო და ჩემს ფიქრებში ჩავიძირო, ტელეფონი ავიღე და დავხედე როგორც ჩანს ჯინი მირეკავს და ვუპასუხე

ლუციფერიWhere stories live. Discover now