🦋1🦋

1.3K 65 6
                                    

შენ იცი რომ დღის ბოლოს თუ არ წარუდგენ სრულ მოხსენებას ბატონ ჯონ ჯონგუკს,სასწაულად გეჩხუბება.

-არადა ისეთი დაღლილი ვარ ერთი სული მაქვს წავიდე სახლში.-თქვი და დაამთქნარე.მერე კომპიუტერს მიუბრუნდი.მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შენი დღე ჩაგიშხამა.ლამის გაიხადო და სადმე კუთხეში ისროლო.

ჯონ ჯონგუკი მომთხოვნი,რთული და სერიოზული უფროსია.მუდამ უკმაყოფილო თითოეული კადრით ან თანამშრომლით და მათ მუდამ თხოვს საჭიროზე მეტს.

თითქმის არასდროს იხსნის ჰალსტუხს და არასდროს ისვენებს.მუდამ მოძრაობაშია და საქმეში.კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ღამე სახლში არ მიდის,თავის ოფისში რჩება და მუშაობაში ათენებს.

მისთვის არ არსებობს:"ვერ მოვიტანე საბუთები და დამაგვიანდა,,"აქამდეც შემეძლო გაკეთება,მაგრამ არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა,,"დავკარგე საბუთები,,

მოკლედ არანაირი დანდობა.ყველას ვისაც რაიმე საქმეს ავალებდა უნიკალურად უნდა ყოფილიყო შესრულებული,თუ არადა სამსახურს ემშვიდობებოდი.

იმ საღამოს ყავას ისხავდი და კომპიუტერისკენ მიდიოდი,როცა ბატონი ჯონგუკი დერეფანში გამოჩნდა.

მისი გამოჩენისთანავე თანამშრომლები მისალმებითა და ქათინაურებით უკან გამოუდგნენ.

-ჯონ ჯონგუკი სექსუალურია.ნეტა ვინმეს თუ ხვდება?-ჭორაობენ შენს ზურგს უკან.

-გვიანობამდე მასთან ერთად ეს რჩება ხოლმე.ჰაჰ იღრბლიანი.

იცოდი რომ შენზე ლაპარაკობდნენ.

იმ დღეს ცოტა შეშინდი.

მთავარ პერსონალთან დიალოგისას ჯონგუკი ოთახში შემოვიდა.

-შ/ს.დღეს ვერსად წახვალ.ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებები და მოწვევებია გასაგზავნი.დილამდე მუშაობა მოგიწევს.

-დიახ,ბატონო ჯონგუკ.ყველაფერი გასაგებია.მე მოწვევები უკვე გავაგზავნე და...

-მაშინ ყველა ხარჯთაღრიცხვა შემომიტანე.სანამ არ დაასრულებ არ წახვალ.

და გავიდა.

თითქმის ნახევარი კომპანიის ბოზმა, ლისამ საბუთები იატაკზე დაანარცხა.

-მუდამ შენ რჩები.სხვას არასდროს ტოვებს.

ყველამ იცოდა რომ ლისა ჯონგუკზე გიჟდებოდა,შენ კი როგორც კი ხელში მოხვდებოდი მაშინვე ცდილობდა გაემწარებინე.

-შ/ს.. ბატონმა ჯონგუკმა თქვა ყავა შემომიტანოსო.-გითხრა შენმა თანამშრომელმა ჰიონბინმა.

-კი მაგრამ ჰიონბინ ეგ მე არ მავალია.

-მისი ბრძანებაა..შენ რა გააფრინე?დროზე მიუტანე.

ძლიერი ამერიკანო ორი შაქრით.
ესეც მე უნდა გავაკეთო.ესენი ლისას ჩემს თავს მოაკვლევინებენ.-ფიქრობდი ჩუმად.

კაბინეტში ნელა შედიხარ.

-შემდეგში ეგ ფეხსაცმლები აღარ ჩაიცვა,გაუშნოვებს.

ძალიან გაღიზიანებულია დღეს ჯონგუკი.ეტყობა რაღაც საქმე ვერ გამოდის.

-დიახ სერ.-ჩუმად დაეთანხმე.

-ხო და კიდევ,შემდეგში ყავა შენ არ მომიტანო.

-დიახ სერ.

-წადი და იმუშავე.საშინლად არის მოდუღებული.

როგორ გინდოდა იმ მომენტში მისთვის შემოგერტყა,თუმცა აბა რას გახდებოდი,კომპანიის მფლობელია შენ კი რიგითი მდივანი.

-თავხედი.

ჩაილაპარაკე შენთვის და კარები გამოხურე.

ჯონგუკის მდივანი⛓️🔞Where stories live. Discover now