💤9💤

649 42 0
                                    

იმ დღეს  ძილის გარდა არაფერი გაგიკეთებია.

საღამოს ზარი გაისმა შენს კარზე.

-ვინაა?

-ჯეიქეი.

-ახლავე გავაღებ.

შუა ღამეს ჯონგუკმა სახლში მოგაკითხა.ეს რაღაც ახალი იყო.

შეგრცხვა,მთლად დალაგებული არ იყო შენი ოთახი და ნერვები მოგეშალა.

კარები გააღე.

-ეს რა არის?სახე რას გიგავს?-უცბად იყვირე

ჯონგუკს სახიდან სისხლი მოსდიოდა.

-ვერც კი დაიჯერებ რა მოხდა.გამძარცვეს.

ცოტა ჩუმად მაინც იყავი მეზობლებს გააღვიძებ.ახლავე აფთიაქის ყუთს მოვიტან...

მაშინვე შემოიყვანე ოთახში და კარები გადაკეტე.

შენ ჯონგუკს სახე დაუმუშავე.
წარბი გახეთქილი,თვალი ჩალურჯებული,გადაყვლეფილი ხელები და დახეთქილი ტუჩები.

-ასე როგორ გაგიმეტეს.ახლა რა უნდა ქნა?

-ძმას ასე ვერ დავენახვები.ვერც სამსახურში მივალ.ჩემს მაგივრად ის იქნება ხვალ კომპანიაში.შენ მთავარი არ იცი...

მან ჭრილობა განახა მუცელში.

-გესროლეს?-ლამის შეიშალე.

-უნდა წავიდეთ.უკვე მოვლენ სადაცაა.ალბათ მეძებენ.სანამ გული წამივა უნდა გითხრა რომ შენს გარდა ვერავის ვენდობი.ეს მანქანის გასაღებია.ჩემს საიდუმლო სახლში  უნდა წავიდეთ.მთაში.იქ ვერავინ მომაგნებს.

-ისინი უბრალო მძარცველები არ ყოფილან არა?

-მე და შენ საფრთხეში ვართ.უნდა გავიქცეთ თუ არადა მეც მომაგნებენ და არც შენ დაგტოვებენ ცოცხალს.

-რა შარში გამხვიე ხვდები?-იყვირე და ჯონგუკმა ხელი პირზე აგაფარა.

-ახლავე  ჩაალაგებ ტანსაცმელს.უნდა გამომყვე.მანქანას შენ ატარებ.დროზე უნდა გავიდეთ.

ჯონგუკის მდივანი⛓️🔞Where stories live. Discover now