⭐27⭐

383 25 0
                                    

უცბად კარზე კაკუნი გაისმა.

ჯონგუკი შეცბა.

-რა ჯანდაბა?ამ დროს ვინ უნდა იყოს?
-ჯონგუკ...ეს თეჰიონია.
-სისულელეა.ახლავე გავაღებ კარებს.
-ჯონგუკ გადაირიე?
-არა მას პირადად უნდა შევხვდე და ცხვირ-პირი ჩავუნგრიო.

თქვა და წამოდგა კარებს  მიუახლოვდა, უნდა გამოეღო.შენ კი კიბეები აირბინე.

სხვენის კარები  დაკეტე და კუთხეში  ჩაიკეცე.

ქვემოდან დიდი ხმები ისმოდა და ყვირილი,მერე გინება ბოლოს კი გასროლის ხმაც გაიგონე.

უცბად შეყვირე და ყურებზე ხელები აიფარე.

მალე კი სხვენის კარებს ვიღაც მოაწვა.
ისე შეგეშინდა ვერაფერი მოიფიქრე და ერთ ადგილას გაჩერდი.

ისევ მოაწვა ქვემოდან ვიღაც სხვების კარებს.

-ქალბატონოო....

ეს თეჰიონი იყოო.

-თავი დამანებე წყეულო ნაბიჭვარო.

ხმამაღლა დაუყვირე.

სხვენი კარები თეჰიონმა მაშინვე ამოამტვრია და ამოვიდა.

მისი გამოხედვა მომაჯადოვებელი იყო და ულამაზესი.

ჯერ მისი ნატიფი,თლილი ხელები შეამჩნიე და მერე სწორი ლამაზი ცხვირი,უზადო კანი და ნაკვთები.

სახეზე ხელები აიფარე და კუთხეში მოიკუნტე,გეგონა დაგარტყავდა.

ის კი შენსკენ წამოვიდა.

მალევე ხელზე შეხება იგრძენი და შეხტი.

მან ხელებში ჩაგეჭიდა და წამოგაყენა.
წონასწორობა ვერ შეინარჩუნე და კედელს აეკარი.

-გამარჯობა პატარა ქალბატონო.დღეიდან აღარ არსებობს შენთვის ჯონგუკი.ახლა თეჰიონია  შენს ცხოვრებაში.მოდი ასე აგიხსნი.-გითხრა და ყბაში ძლიერად ჩაგავლო ხელი-გაიქცევი მკვდარი ხარ.არ დამემორჩილები მკვდარი ხარ,ისე არ გააკეთებ რამეს და მკვდარი ხარ,ჯონგუკს ახსენებ და მკვდარი ხარ.ჩემთან არ არსებობს თამაში გარდა საწოლში,მოდი აქედანვე  მოვგვარდეთ.მაგ ბავშვსაც იმ ხათრით დაგიტოვებ თუ ყველაფერს ისე იზავ როგორც მსურს.თუ არადა მოვიშორებთ და მე სხვა ბავშვს გაჩუქებ,არც ეგ არ არის პრობლემა.

ჯონგუკის მდივანი⛓️🔞Where stories live. Discover now