🏃19🏃

458 43 4
                                    

  კინოში ბევრი ხალხი არ იყო,უკანა რიგებიც არ იყო დაკავებული.

მე მგონი ეს ის იყო რაც შენ და ჯონგუკს გინდოდათ.

საპირფარეშოში გასვლა გადაწყვიტე და მალევე დაბრუნდი.ჯონგუკი მანამდე ადგილებს იპოვნიდა.

დარბაზში შესვლისთანავე კინო დაიწყო და შუქები ჩაქრა მაგრამ მაინც შეამჩნიე ვიღაც გოგო როგორ კოცნიდა ჯონგუკს.

ახლოს მიხვედი და გოგონას ხელი დაადე.

-აბრძანდით თუ შეიძლება.-უთხარი და გოგოს ისეთი შემოარტყი ინერციით სკამებს გადაეკიდა.

-შე ბოზო.-დაიყვირე და ისევ გინდოდა დაგერტყა რომ ჯონგუკმა გაგაჩერა.

საკმაოდ დიდი უხერხულობა ჩამოვარდა და მალევე დაინახე ყველა შენ  მოგჩერებოდა.

ჯონგუკს უთქმელად გაშორდი და გარეთ გავარდი.

-ნაბიჭვარი როგრ მაკადრა.ამას სეირს ვუჩვენებ.

დაინახე როგორ გამოვარდა ჯონგუკიც გარეთ თუმცა თვალს მიეფარე.

გული საშინლად გქონდა ნატკენი.ვიღაც გოგოს კოცნიდა.ეს როგორ გაბედა?

ისეთი გაბრაზებული იყავი მაშინვე ტაქსი გააჩერე და მთაში,იმ სახლში წახვედი.მოაგროვე ნივთები და საღამოს უკვე სახლში იყავი.

საშინლად დასალაგებელი იყო ყველაფერი.შენ ყველაფერი შეიტანე  ჩანთები და ნივთები.მერე შუქი ჩააქრე,გათბობას აუწიე და საწოლში შეწექი.

ღამე ტელეფონზე რეკვამ გაგაღვიძა.

-ალო-ნამძინარევი ხმით უპასუხე.

-ჯონგუკი მოგბეზრდა?გამოაჩინა უარყოფითი მხარეები?

ბიჭის ხმა იყო.სარკასტულად იცინოდა.

-რა გნებავთ?ვინ ხართ?

-იმდენად დაგღალა რომ სახლში მოსვლისთანავე დაიძინე

-ვინ მელაპარაკება?

-შენი კეთილის მსურველი ვარ.

-რატომ უნდა დაგიჯერო?

-იმიტომ რომ მე ჯონგუკს კარგად ვიცნობ.

-საიდან?

-ახლობლები ვართ.

-მითვალთვალებთ?

-რა იყო გეშინია?ხომ არ აცახცახდი?

-ეგ შენ არ გეხება.

-პატარა სულელი გოგო.ჯონგუკის ძლიერი მკლავები ვერ დაგიცავენ.

-ვინ ხარ?

-ის ვინც მალე მოგაკითხავს.

და გათიშა

ფანჯარასთან მივარდი.

გარეთ ქუჩა ცარიელი იყო და შუა ტრასაზე ერთი შავ კაპიშონიანი ბიჭი იდგა.

მან ხელი დაგიქნია.
მერე ჰაეროვანი კოცნა გამოგიგზავნა და ქუჩას  გაუყვა.

კარებს ეცი.შეამოწმე თუ იყო დაკეტილი.მერე ფანჯრები შეამოწმე.ბოლოს დამშვიდდი.არაფერია სანერვიულო ყველაფერი კარგადაა.

როდესაც დამშვიდდი და გააცნობიერე რომ უბრალოდ გეხუმრებოდნენ,საძინებლისკენ წახვედი და ზუსტად ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.

ჯონგუკის მდივანი⛓️🔞Where stories live. Discover now