part 3

278 20 2
                                    

დაძაბულობის განსამუხტად, ერეკლემ ელენეს საცეკვაოდ გაყოლა შესთავაზა, დიდი ალბათობით კი ეს იმიტომ გააკეთა, რომ კესოს და გაბრიელს მარტო დარჩენა შესძლებოდათ. ელენე თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ მაინც გაჰყვა რადგან კესომ ანიშნა, რომ ყველაფერი კარგად იყო და შეეძლო წასულიყო. დანარჩენებიც ერეკლეს "გეგმას" მიყვნენ და საცეკვაოდ გავიდნენ.

და აი, დადგა დროც, როდესაც კესო და გაბრიელი ერთმანეთის პირისპირ მარტო დარჩნენ. კესოს სახეზე ეტყობოდა, როგორ უნდოდა ამ ადგილს გასცლოდა, გაბრიელი კი კესოს თავლებში უყურებდა და თვალს ერთი წუთითაც კი არ სწყვეტდა. თითქოს ფიქრობდა რაღაცას... რაღაცას მიუწვდომელს რომელიც მხოლოდ მან იცოდა, ან თუნდაც ტკბებოდა გოგონას სილამაზით... მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ გაბრიელს კესოს გვერძე ყოფნა სიამოვნებდა.

არსაიდან კი ცოტნე გამოჩნდა. კლუბში შესვლისთანავე იქაურობას ალმაცერად მოავლო თვალი, თვალში კი კესო მოხვდა. კესოსთან მივიდა და გადაეხვია.

-- დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს კესო.- ჩამოჯდა კესოს გვერდით და თვალი გაბრიელისკენ გაეპარა.

-- სად დაიკარგე? ერთხელ მაინც მოგეწერა. რაც ბათუმში გადახვედი ერთხელაც კი არ გაგხსენებივართ.- წყენანარევი ხმით დატუქსასავით მონატრებული მეგობარი.

-- კესო, საზღვაო სახუმარო თემა არაა, ეს კი შენ კარგად იცი. ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას, მაგრამ თავისუფალი დრო როგორც კი ვიხელთე, მაშინვე აქეთ გამოვეშურე. ახალი ამბავიც გავიგე, თურმე თორნიკე ჩამოსულა. მისი ნახვაც მინდა, მაგრად მომენატრეთ.- ისევ გაბრიელს გახედა.- შენი შეყვარებულია?

კესოს ამის გაგონებაზე დალეული ,,მარტინი" გადასცდა და რამის დაიხრჩო, ამას კი გაბრიელის ცინიკური ჩაღიმება მოჰყვა.

-- რა სისულელეა ცოტნე! ჩვენ? ერთად?! გამორიცხულია!- მკვლელი მზერით გახედა გაბრიელს, შემდეგ კი ცოტნეს.

Addicted To You  {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now