part 12

233 20 4
                                    

რატომღაც კესოს არ ეძინებოდა. გვერდი ბევრჯერ იცვალა და მაინც ვერ მოისვენა. ბოლოს ზურგზე დაწვა და ღიღინს მოჰყვა.

მერე ღიღინითაც რომ ვერ დაიკმაყოფილა თავი, ოდნავ გასაგონად დაიწყო სიმღერა.



-- Give me tough love....
   Leave me with nothin' when I come down....
   My kinda love....
   Force me and choke me 'til I pass out....

  

კესო კიდევ გააგრძელებდა სიმღერას, მაგრამ გაბრიელის ჩაცინებამ ყველაფერი გააფუჭა. მიხვდა რომ არ ეძინა და გაბრიელს გვერდულად გახედა.


-- სერიოზულად კესო? შუაღამისას გაიღვიძე და weekend-ის სიმღერას მღერიხარ?- ჩაეცინა გაბრიელს და კესოსკენ გადმობრუნდა, საწოლს იდაყვით დაეყრდნო და თავი ხელზე ჩამოიდო.



-- არ მძინებია. და რა პრობლემა გაქ შენ ჩემ სიმღერასთან?- წარბები შეჭმუხნა კესომ.



-- არაფერი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი კიდევ ერთხელ. რაო როგორ თქვი? Force me and choke me 'til I pass out-ო არა?- ირონიული გამომეტყველებით უყურებდა კესოს და თან იცინოდა.


-- გაბრიელ!- კესომ კი მის გვერდით არსებულ ,,ბარიკადს" ხელი დაავლო და ბალიში სახეში ესროლა. ამაზე კი გაბრიელს უარესად აუტყდა სიცილი.




-- ღმერთო კესანე, რა სასაცილო ხარ ნეტა იცოდე.- თავი გააქნია გაბრიელმა და მომღიმარი სახით კესოს გახედა.


-- დებილი.- ჩაიბურტყუნა კესომ და საწოლზე დაწვა ისევ, გაბრიელს ზურგი აქცია და საბანი გადაიფარა.


-- ბუზღუნა.- გაბრიელმაც კესოს მიბაძა, მაგრამ კესოსთან უფრო ახლოს მიჩოჩდა და წელზე ხელი შემოხვია, თავი კი კისერთან ახლოს მიუტანა და მის ბალიშზე დადო.



-- გაბრიელ მომშორდი თორე გარეთ გაგაგდებ თოვლში.



-- ცოტახნით.- უფრო მიიხუტა გაბრიელმა კესო.




-- არაა. ვერ ვიტან რო მეხები.- ცადა გასცლოდა, მაგრამ სულ ტყუილად.




Addicted To You  {დაუსრულებელი}Donde viven las historias. Descúbrelo ahora