part 4

284 22 0
                                    


სახლში მისულმა და-ძმამ, დაკარგული 1 წელი აინაზღაურეს და ამ დროის განმავლობაში დაგროვილი მომხდარი ამბები, ერთმანეთს გაუზიარეს. დრო კი ისე გაეპარათ, ვერც კი შეამჩნიეს.

-- თოკო, დიდი ხანია გაბრიელს იცნობ?- არსაიდან მოულოდნელი შეკითხვა დასვა კესომ.

-- კი, ჩემი კურსელი იყო, ჰოდა მაქედან მოყოლებული ვიცნობთ ერთმანეთს. რა არის, რამე მოხდა?- ეჭვნარევი მზერით გახედა კესოს.

თორნიკემ იმისთვის რომ ამერიკაში წავსულიყო, გამოცდები წინასწარ ჩააბარა და 1 წლით ადრე დაამთავრა უნივერსიტეტი.

-- არა, უბრალოდ მაინტერესებდა...

-- კესო და ბიჭის "უბრალო დაინტერესება", ჰმ საინტერესოა.- ჩაეცინა თორნიკეს.

-- ჰო მერე რა მოხდა? უბრალოდ დამაინტერესა თქვენმა ურთიერთობამ და რომ იცოდე, დიდად არ მეხატება გულზე ეგ შენი გაბრიელი.

კესო პირველივე შეხვედრიდან ვერ იტანდა გაბრიელს, რატომღაც არ სიამოვნებდა მის გარემოცვაში ყოფნა.
არადა, ვინ იცის? იქნებ როგორ განვითარებულიყო მოვლენები... ჩვენ ხომ ბედისწერას ვერ გავექცევით. ბედისწერა ისეთი რამაა, რომელსაც ვერც გავექცევით ვერსად, ამავდროულად კი ვერც შევცვლით...
აი, რომ გეთქვათ, ბედს ვერსად გაექცევიო, ანდაც, ბედს შენ ისე ვერ წარმართავ როგორც გინდაო, მანდ შეცდებოდით. რადგან ბედს ჩვენ ვქმნით ისე, როგორც ჩვენ მოგვესურვება.

-- რას ერჩი? მშვენიერი ბიჭია! გაიცნობ კარგად და მერე რა იცი? იქნებ რა ხდება?- დაიცვა თორნიკემ ბატონი გაბრიელ ბარათაშვილი.

მეგობარს კარგად იცნობდა. 4 წელი ცოტა დრო არ არის ადამიანის შესასწავლად, რომელიც შენს ენერგიასა და ხასიათს ეწყობა. კი, გეთანხმებით, ხანდახან ცხოვრების ნახევარი სჭირდებათ ადამიანის კარგად გასაცნობად და ურთიერთობის დასალაგებლად. ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი ვერ შეიცნობ ადამიანს ბოლომდე.
მაგრამ, მერწმუნეთ, თორნიკესთვის საკმარისი დრო იყო 4 წელიწადი ამ ყველაფრის გასაგებად და ნდობის დასამყარებლად.

Addicted To You  {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now