part 5

241 17 0
                                    

უნივერსიტეტიდან დაბრუნებულ კესოს, საჭმელიც კი არ შეუჭამია ისე დაიწყო დავალების შესრულება.
ყველაფერი უმისამართოდ აქეთ-იქით ეყარა.


ფორმატები საწოლზე გაეშალა, სახაზავები და ფანქრები ძირს იყო გაღავებული, ამ არეულ-დარეულობაში კი საშლელს ვერ პოულობდა.
ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა, ხან რას მიკარგავდა და ხან რას, ასე კი დრო მალე გადიოდა. გათენება ნამდვილად არ უნდოდა, ყველაზე მეტად მაგას ვერ იტანდა, ოღონდ დაეძინა და მეტი არაფერი უნდოდა. დავალების შესრულების პერიოდში, რამდენი ჭიქა ყავა დალია უკვე სათვალავი აერია.


სახლში დაბრუნებულ თორნიკეს კი გიჟს დამსგავსებული კესო შერჩა ხელებში. ამ სანახაობაზე კი სიცილი ვერ შეიკავა და ერთი გემრიელად გადაიხარხარა. კესომ კი დემონივით ჩაწითლებული თვალები შეანათა.


-- თორნიკე ხმის ამოღება არ გაბედო თორემ ჯავრებს შენზე ვიყრი იცოდეე!!


-- კარგი კარგი ჰო, დახმარება ჰო არ გინდა?- გეგმები ჩაეშალა, არადა აპირებდა ნერვებზე უფრო აეთხარა, მაგრამ დაზავება არჩია ბოლოს.


-- შენ გამომითვალე ეს ნაწილი და მითხარი, რამდენი კვადრატული მეტრია კონკრეტულად ეს სივრცე. კიდევ კარგი მათემატიკა იცი თორემ ალბად გავგიჟდებოდი სადაც იყო. კარგ დროს კი მოხვედი.


-- მე ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვჩნდები.- თვალი ჩაუკრა და ჩაიცინა, შემდეგ კი გამოთვლას შეუდგა.

-- ოჰ! ნუ აგივარდება თავში ბატონო თორნიკე.- ესღა უთხრა და განაგრძო თავის საქმიანობა.

დაახლოებით 4 საათში ყველაფერი იდეალურად შეასრულეს. კიდევ კარგი თორნიკე მართლაც საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო, თორემ კესო ალბად მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ვერ მორჩებოდა დავალების შესრულებას.


-- კესო, საახალწლოდ არდადეგებზე ბიჭებმა გადავწყვიტეთ ბაკურიანში წავიდეთ. უარის თქმას აზრი არ აქვს, შენც წამოხვალ.- სახეზე ეტყობოდა კესოს უკმაყოფილება, ასე რომ წინასწარ გააფრთხილა, უარით ვერ გამისტუმრებო.


Addicted To You  {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now