part 11

232 18 8
                                    

24 დეკემბერს თავი არცერთს არ შეუწუხებია რაიმეს გაკეთებით.
არც ერთმანეთს არ შეხვედრიან არცერთი. ხვალ რადგანაც ბაკურიანში მიდიოდნენ, უბრალოდ თავი დაანებეს ყველაფერს.



მგზავრობა ცოტა დამღლელი იქნებოდა.
კესოს მგზავრობისას ყურსასმენები მიეცით და ხმას არ ამოიღებს, უბრალოდ დედამიწას მოსწყდება. თორნიკე რულთან ზის როგორც ყოველთვის, ამიტომ ერთ ადგილზე გაუნძრევლად უნდა იჯდეს და მხოლოდ გზას უყუროს კონცენტრირებულმა.


ასე რომ, კესომ playlist-ის განახლება გადაწყვიტა მანამ, სანამ თორნიკე ოთახში რაღაცას ეძებდა. ცოტახანში კი თორნიკეს ყვირილიც ესმის.






-- კესო, მოდი აქ.- ისეთი ტონი ქონდა, ვერ გაიგებდით ამ წუთს რა გუნებაზე იყო.





აი კესომ კი ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გონებაში ყველაფერმა ცუდმა ერთად გაუელვა. ჯერ გაახსენდა ის, თუ როგორ გადაესხა წყალი შემთხვევით თორნიკეს ერთ-ერთ ხელშეკრულების ფირცელზე. მერე გაახსენდა თუ როგორ დაუვარდა "playstation4"-ი დაბლა და როგორ მოეღო ბოლო. ბოლოს მაინც ადგა და ოთახში გავიდა, მაინც მოუწევდა გასვლა და ჯობდა გასულიყო თავის დროზე.






-- გისმენ.- არ შეიმჩნია აფორიაქება კესომ.





-- კესო ეს გიტარა ვისია?- აი ამ კითხვას კი კესო ნამდვილად არ მოელოდა. შვებით ამოისუნთქა და თავი გვერდით გადახარა.




-- თორნიკე ვისი იქნება? ჩემია. ისე დამიძახე ვიგიქრე რამე გავაფუჭეთქო.- ვითომც არაფერი არ გაუფუჭებია, ისე უდარდელად თქვა.






-- კესო მაგას იმიტომ ჰო არ მეუბნები, რომ ჩემი ერთ-ერთი დოკუმენტების ფურცლებს წყალი გადაასხი და ჩაალპე? მადლობა თქვი რომ ასლი მქონდა, თორე აქამდე უკვე მიგახჩობდი.- გაეცინა თორნიკეს.-- ჰო და კიდე, როდის აქეთია უკრავ გიტარაზე? არ უნდა გეთქვა მაინც?






Addicted To You  {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now