part 13

248 19 17
                                    

როგორც კი ბიჭები შინ დაბრუნდნენ, პროდუქტები საჭირო ადგილას მოათავსეს და შემდეგ თვითონაც მდივანზე მოთავსდნენ. მარიმ გიორგის გადახედა, თავიდან ყოყმანობდა რომ რაიმე ეთქვა, მაგრამ კესო მარის მიუახლოვდა, მხარზე ხელით შეეხო და ჩუმად ჩასჩურჩულა.




-- მარიამ, ან ახლა, ან არასდროს. დროს ნუ კარგავ, ორივეზე ცუდად აისახება ეს.



-- კი მაგრამ, ჰო შეიძლება თვითონაც გადადგას პირველი ნაბიჯი კესო?





-- მისმინე მარიამ, ზოგჯერ პირველი ნაბიჯი გოგომაც უნდა გადადგას, თუ შენ 100 ნაბიჯიდან ერთს მაინც გადადგავ, მერწმუნე დანარჩენ 99 ნაბიჯს გიორგი გადადგავს.



კესოს ამ სიტყვებმა გავლენა იქონიეს, მარიმ საბოლოოდ გადაწყვიტა აქვე დაესვა წერტილი ამ ყველაფრისთვის. ფეხზე ადგა, გიორგის მიუახლოვდა და თავის სიტყვაში სრულიად დარწმუნებულმა წარმოთქვა




-- გიორგი, შენთან ცალკე მინდა სერიოზულ თემაზე საუბარი.


გიორგის სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარა იყო ამას არ მოელოდა ამ წუთას. მაგრამ მასაც მეტი რა უნდოდა? შანსი მიეცა და ამ შანს ისიც გამოიყენებდა. თავი თანხმობის ნიშნად დაუკრა მარის და უკან უსიტყვოდ გაჰყვა.

თავიანთ განკუთვნილ ოთახში შევიდნენ და ორივენი ჩუმად იყვნენ. ალბად ძალიან ნერვიულობდა მარი. წინადადებებს გონებაში სწორედ ალაგებდა და ბოლის როგორც იქნა ხმა ამოიღო, მაგრამ ისიც კანკალით წარმოთქვა.





-- გიორგი... მე.. მე მინდოდა გველაპარაკა მაშინდელზე... არ მინდა ჩვენ შორის გაუგებრობა გესმის? მე უბრალოდ ვერ შევეგუე იმას რომ არ მენდე...



-- მარიამ.- სრული სიმტკიცით წარმოთქვა გიორგიმ და მარის ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.-- შენც კარგად იცი რომ გენდობი, ყველაზე მეტად შენი მჯერა და რას მეუბნები სენ ეხლა ხვდები? მაშინ ეგ საკითხი, ნდობის კიარა ეჭვიანობის გამო მოხდა! ვაღიარებ დამნაშავე ვიყავი მაგრამ შენმა სიტყვებმა გული მეც არანაკლებ მატკინეს!



Addicted To You  {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now