part 16

341 19 15
                                    

კესომ თმების ტილოთი გაშრობა დაიწყო, რადგან ბავშვებს ფენის ხმაზე არ გაღვიძებოდათ. გაბრიელმა უყურა კესოს, უყურა, უყურა და ბოლოს გადაწყვიტა მისულიყო მასთან ახლოს.
ახლოს მივიდა, ხელები დაუკავა, ტილო გამოართვა და წყნარი, ჩუმი ხმით დაიჩურჩულა.

-- შეიძლება?-თქვა გაბრიელმა და კესოს თვალებში ჩახედა.

კესომ უბრალო თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ნება მისცა გაბრიელს მისი თმები გაეშრო.
გაბრიელი ელოდა რომ კესო არას ეტყოდა, მაგრამ საპირისპირო ქმედებამ გააკვირვა. თუმცა გაკვირვება არ შეიმჩნია და მალევე კესოს თმების გაშრობას შეუდგა.

-- კეს, ხანდახან მიკვირს, ერთდროულად როგორ ხარ ასეთი უხეშიც და თბილიც?

-- გაბ, ხანდახან ვფიქრობ, ესე მხოლოდ ჩემს მიმართ იქცევი, თუ ეს შენი გოგოს შებმის ერთ-ერთი ხრიკია?

-- რა დამიძახე?- თვალები დაჭყიტა გაბრიელმა.

-- რადგან პასუხი არ გამეცი ანუ ჩემს შებმას ცდილობ.- თემა შეცვალა კესომ.

-- არა კეს, მაგას არ ვცდილობ. ახლა თემას ნუღარ შეცვლი და გამიმეორე რა დამიძახე.

-- ჰო გაიგე რაც დაგიძახე. აღარ გაგიმეორებ.- მხრები აიჩეჩა კესომ.

-- დაგსჯი.- ჩაიცინა გაბრიელმა.

-- ოჰ? და როგორ აპირებ მაგას?- სარკაზმით წარმოთქვა კესომ.

-- მაშინ ამას გამოწვევად მივიღებ, ასე რომ კესანე, გამოწვევა მიღებულია.- ჩაიცინა გაბრიელმა. ტილო იქვე მიაგდო, კესო ხელში აიტაცა და მხარზე გადაიგდო. საწოლს მიუახლოვდა, კესო ზედ მსუბუქად დააგდო და ღუტუნი დაუწყო.-- ეს პირველი სასჯელი. მეკრე კი უფრო საინტერესოა.- ირონიული ღიმილი ესროლა, ხელები დაუკავა ისე რომ გამოძრავება არ შესძლებოდა.

ჩამოყრილი სველი აჩეჩილი თმები გვერძე გადაუწია, მის ყელთან დაიხარა და მისი სურნელი შეიგრძნო. შემდეგ ნელა მიაწება მისი ტუჩები კესოს ყელს და სველი კოცნების დატოვება დაიწყო.
კესომ გაოცებისგან სუნთქვა შეიკრა და თან ფართხალებდა. გაბრიელმა ჩაიცინა, მერე კი ყელისა და მხრის შეერთების ადგილზე, ნელ-ნელა დაუწყო კოცნა. კესომ თავი ვეღარ შეიკავა და მისდა უნებურად პირიდან ოდნავ გასაგონი კვნესა აღმოხდა.

Addicted To You  {დაუსრულებელი}Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang