2. "მე შენ ისედაც მოგიპოვებ"

363 42 16
                                    

-ჩუ!- იჩუჩულა ლუიმ და ტუჩებზე საჩვენებელი თითი დაიდო- ასე თუ იხმაურებ მშობლებს გააღვიძებ.
-კარგი ვეცდები კიდევ არაფერს დავეჯახო- იჩურულა ჰარიმ და სიბნელეში თვალების  იქით-აქით ცეცება დაიწყო.
-მოდი, ხელი ჩამკიდე და გზის გაგნებაში მე დაგეხმარები- თქვა ლუიმ ჩუმად და ჰარის ხელი გაუწოდა.
ჰარიმ ჯერ მის ხელს დახედა, შემდეგ კი ლუის შეხედა, არ იყო დარწმუნებული უნდა ჩაეკიდა თუ არა მისთვის ხელი.
-რას ელოდები? სწრაფად.
ჰარიმ მისი ხელისკენ თავისი ხელი ყოყმანით წაიღო და ლუის ხელი ჩაკიდა. მისი კანი თავისაზე იგრძნო თუ არა, სხეულში მაშინვე უცნაური გრძნობა დაეუფლა, რომელსაც ჰარი სახელს ვერ უძებნიდა.
-მომყევი- უთხრა ლუიმ ჩუმად და წინ სიარული განაგრძო.
ბავშვებმა ჯერ ჰარის დედისა და ლუის მამის ოთახთან ჩაიარეს, რაც შეეძლოთ ჩუმად, შემდეგ კი კიბეებს ზემოთ აუყვნენ და როგორც იქნა სახლის სახურავზე ავიდნენ. ორივეს მაშინვე ცივმა ნიავმა დაუბერა, რის გამოც ჰარი შეიშმუშნა და თავის თავს ჩაეხუტა.
-ლუ, მცივა- იბუზღუნა მან.
ლუიმ ივარაუდა, რომ იქ შეცივდებოდათ, ამიტომ ოთახიდან გასვლისას გადასაფარებელიც თან წაიყოლა.
-წამოდი დავსხდეთ და გადასაფარებელი მოვიხვიოთ.
ჰარიმ მას გამობერილი ტუჩებით თავი დაუქნია, რის შემდეგაც ისიც და ლუიც სახურავის ნაპირისკენ მივიდნენ და იქვე ჩამოსხდნენ ერთმანეთის გვერდი-გვერდ.
ლუიმ გადასაფარებელი გაშალა და ნახევარი ჰარის მოახვია ზურგზე, რომელიც მას მიეხუტა, ნახევარი კი თვითონ მოიხვია და ჰარის ზურგზე ხელი შემოხვია. ჰარის სახე მის კისერში იყო ჩაფლული, ლუის კი თავისი ლოყა ჰარის თავზე ჰქონდა დადებული.
-ნახე, აქ რისთვის ამოიგყვანე!- უთხრა ლუიმ ჰარის და ცისკენ ანიშნა. ჰარიმ ზემოთ აიხედა და უამრავი ვარსკვლავით მოჭედილი ლამაზი ცა დაინახა, რომელთა შორისაც მთვარე ამოსულიყო და დედამიწას მედიდურად გადმოჰყურებდა. ამ ლამაზმა სანახაობამ ჰარი ლუის მსგავსად აღტაცებაში მოიყვანა და ყურებამდე გაეღიმა.
-არ მოგწონს?- ჰკითხა ლუიმ ჰარის და მას შეხედა.
ჰარიმ მას თავი დაუქნია, რის გამოც მისი კულულები ლამაზად ათამაშდნენ.
-ძალიან მომწონს, ლუ- უთხრა მან, რაზეც ლუის ბედნიერად გაეღიმა -შეხედე რამდენი ვარსკვლავია- და ჰარიმ თითი მათკენ გაიშვირა- არ გინდა დავითვალოთ?
-მათ ვერ დავითვლით, ჰაზ.
ჰარიმ მას გამობერილი ტუჩებითა და მოღუშული სახით შეხედა.
-რატომ?- ჰკითხა მან.
-იმიტომ, რომ ძალიან ბევრია. მათი დათვლა შეუძლებელია.
ჰარიმ მწუხარედ ამოიხვნეშა -კარგი- თქვა მან და თავი ლუის მხარზე ჩამოდო -ძალიან მეძინება.
ლუიმ ჰარის ორივე ხელი შემოხვია, თავის მხარზე დადებულ მის თავს კვლავ ლოყა დაადო და მთლიანად იმ სასიამოვნო და ტკბილ შეგრძნებაში ჩაიძირა, რომელსაც ლუი იმ მომენტში მოეცვა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 10 წლის იყო, რაღაც ძალიან ლამაზ და მშვენიერ გრძნობას განიცდიდა. რაღაც ძალიან განსხვავებულს, თუმცა იმ დროს ლუიმ არც კი იცოდა ამისთვის რა დაეძახა.
-მიყვარხარ, ჰაზ- უთხრა ლუიმ მას რამოდენიმე წუთის შემდეგ, თუმცა ჰარისგან იგივე პასუხი, რომ ვერ მიიღო სახე შეჭმუხნა.
-ჰარი?
ლუიმ ჰარის დახედა და დაინახა, რომ მას მის მხარზე თავდადებულს ჩასძინებოდა. ლუიმ თავი ვერ შეიკავა, რომ მისი ასე დანახვის გამო დიდზე არ გაეღიმა. თავს ისე გრძნობდა თითქოს პატარა ბიჭი კი არა, დიდი კაცი ყოფილიყო და სურვილი უჩნდებოდა იმის, რომ ჰარი ყველა და ყველაფრისგან დაეცვა, რომ მასზე ეზრუნა.
გაღიმებულმა ლუიმ ჰარის თავზე თავი დაადო და ლამაზი გრძნობით მოცულს, იქ მასაც ისე ჩაეძინა, რომ ვერც კი გაიგო ეს როდის მოხდა.

Fire FlamesWhere stories live. Discover now