3. ძვირადღირებული

288 35 12
                                    

ჰარიმ თავისი ოთახი დატოვა და მისაღებში გავიდა, სადაც მისი მშობლები გაშლილ, სასადილო მაგიდასთან ისხდნენ, თუმცა არცერთი საჭმელს პირს არ აკარებდა. მხოლოდ დუმდნენ და ორივე თავთავიანთ ფიქრებში ღრმად ჩაძირულიყვნენ.
-იქნებ სახლი გაგვეყიდა?- დაარღვია სიჩუმე დესმა- დარწმუნებული ვარ იმდენად გაიყიდება, რომ ფული ჯემას ოპერაციისთვის გვეყოფა.
-სახლი რომ გავყიდოთ შეიძლება ჯემას ოპერაციისა და მისი შემდგომი გამოკვლევების ფული გადავიხადოთ, მაგრამ ჯემას კარგი მოვლა დასჭირდება- თქვა ენმა და დესს უემოციო თვალებით შეხედა- სად მოვუვლით, ქუჩაში? ისეთი ნაცნობიც კი არავინ გვყავს, რომ შეგვიფაროს, თანაც ორი შვილით.
-მთავარია ჯერ ჯემა გადარჩეს, დანარჩენზე შემდეგ ვიფიქრებთ.

მათმა საუბარმა ჰარის თავი ცუდად აგრძნობინა. ნეტავ რას იზამდნენ, როცა გაიგებდნენ რომ ძალიან მალე ლიამი მის წასაყვანად მივიდოდა. თუმცა რაც უნდა ყოფილიყო ჰარი თავის გადაწყვეტილებას არ ნანობდა. ასე ჯემას სიცოცხლეს, მის ოჯახს კი სახლსა და შემოსავლის წყაროს შეუნარჩუნებდა, ვინაიდან ლიამი დესს კომპანიის ვალებს გადაუხდიდა და მის ხელმეორედ ამუშავებაში დაეხმარებოდა. ასე მხოლოდ ჰარის მიადგებოდა ზიანი, მისი ოჯახი კი უზრუნველად იქნებოდა, თავიდან გაუჭირდებოდათ, თუმცა ბოლო ბოლო ჰარის ამბავს მაინც შეეჩვეოდენ.
-ჰარი?- დაიძახა დესმა, როცა ჰარი იქვე, თავდახრილი დაინახა და ენმაც მაშინვე მას გახედა.
ჰარიმ თავი ასწია და მზერა დესს მიაპყრო.
-მანდ რას აკეთებ? -ჰკითხა დესმა- მოდი საჭმელი ჭამე.
ჰარიმ მას თავი დაუქნია და მაგიდასთან დაჯდა, თუმცა საჭმელად ხელიც კი არ გაუძრევია.
-კარგად ხარ?- ჰკითხა ენმა მას სევდიანი ღიმილით და თმებზე მოეფერა.
-ჰო- იცრუა ჰარიმ და ძირს დაიხედა.
-საჭმელი ჭამე. გუშინაც არაფერი გიჭამია, ასე ძალიან დასუსტდები.
ჰარიმ მას შეხედა და თავი დაუქნია, ჭამა დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ სურდა. უბრალოდ დედამისს უარს ვერ ეტყოდა, ალბათ მისგან რაიმე თხოვნას ვეღარასდროს გაიგონებდა. ჰარი ხომ სულ მალე იქიდან საბოლოოდ წავიდოდა, ამიტომ სჯობდა დედისთვის არ ეწყენინებინა და მისი თხოვნა შეესრულებინა.

Fire FlamesWhere stories live. Discover now