პროლოგი

607 52 5
                                    

გარეთ, უკუნით სიბნელეში ცეცხლის დიდი ალები ანათებდა. ჰაერში დათამაშებდნენ და ყველაფერს ანადგურებდნენ, თითქოს სანადიროდ გაჩენილიყვნენ და მხოლოდ მაშინ გაქრებოდნენ, როცა ყველაფერს თან წაიღებდნენ. მათგან წამოსული კვამლი არემარეში დაქროდა და ირგვლივ ყველაფერს თავის მძაფრ და მახრჩობელა სურნელს ჰფენდა, ხოლო თუ ახლომახლო რაიმე დაუხვდებოდა, მათ მკრთალი, შავი ფერით მოსავდა.

ჰაერში მოსიარულე მცირე ნიავი ცეცხლს ებრძოდა, თუმცა მის უზარმაზარ ალებს მაინც ვერაფერს აკლებდა. ცეცხლი არ ქრებოდა და ნადირობას აგრძელებდა. ყველაფერი იწვოდა და სიცოცხლეც თან მიჰქონდა. ირგვლივ მხოლოდ თავის კვალს ტოვებდა, სხვა დანარჩენს კი ანადგურებდა და ფერფლად აქცევდა. პატარა, მოციმციმე ვარსკვლავებს შორის ცაზე ამოსული მთვარე მას მწუხარებით უმზერდა, თუმცა ვერაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დედამიწაზე მორიგი უბედურება შეეჩერებინა.

-როცა დიდი გავიზრდები შენზე დავქორწინდები- უთხრა ლურჯთვალება, პატარა ბიჭმა მწვანეთვალებას და მას ყურებამდე გაუღიმა -თანახმა იქნები, არა?
-ამას მართლა აპირებ?- ჰკითხა აღფრთოვანებით მწვანეთვალებამ.
-ჰო.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ხარ და მიყვარხარ.
-მაგრამ მე რომ ბიჭი ვარ?- თქვა მწვანეთვალებამ მოწყენილად და თავი დახარა, სახეზე სევდა წამებში გადაეკრა.
-მერე რა?- იკითხა ლურჯთვალებამ მხიარულად და მას მკლავზე იდაყვი მიარტყა.
-გამიგონია, რომ არ შეიძლება ორ ბიჭს ერთმანეთი უყვარდეს.
-მე არ მანტერესებს რას ამბობენ - და ამის გაგონებისას მწვანეთვალებამ თავი ასწია და მას თვალებში შეხედა, რატომღაც გული სხვანაირად, მოუსვენრად უცემდა.
-მე მხოლოდ შენ მაინტერესებ.
-თუ სიყვარულს დაგვიშლიან არ მიმატოვებ?
-არასდროს.
-ძალით, რომ დაგვაშორონ?
ლურჯთვალებამ მას სევდიანად შეხედა, შემდეგ კი თავი დარწმუნებით გააქნია.
-ამას ვერასდროს შეძლებენ.
-მპირდები?
-გპირდები.

Fire FlamesWhere stories live. Discover now