1. შემოთავაზება

393 48 16
                                    

გათენდა. ღრუბლებიდან მზე ამოვიდა და ფანჯარაში შესულმა მისმა სხივებმა, თავის ოთახში ღრმად ჩაძინებულ ჰარის ძლიერად მიანათა და ბიჭი ძილიდან სწრაფად გამოიყვანა.
ჰარი შეიშმუშნა და მცირედ წაოიწკმუტუნა, შემდეგ კი თითებით თვალები დაისრისა და თვალები გაახილა, თუმცა მზის შუქმა მაშინვე თვალი მოსჭრა და ისინი კვლავ დახუჭა.
ჰარიმ თავში შემაწუხებელი ტკივილი იგრძნო, თუმცა ძლიერი არა. მიხვდა, რომ ეს წუხელ დანალევი ალკოჰოლის გამო იქნებოდა, ამიტომ ყურადღება არც მიუქცევია. იგი საწოლში გადაბრუნდა და ზურგზე დაწვა, თვალები გაახილა და ჭერს ააჩერდა. კარგად ახსოვდა ის, რაც წუხელ დაემართა. იმ ბიჭის თვალებიც კარგად ახსოვდა, ვინც იქ დაინახა, მაგრამ მისი სახე კარგად არ ახსოვდა, რადგან კლუბში მისი ნორმალურად დანახვა ვერც კი შეძლო. ჰარის რომ ახსენდებოდა მის გამო როგორ პანიკებში ჩავარდა, ძალიან რცხვენოდა. იმ ბიჭს უბრალოდ ლუის მსგავსი ლურჯი თვალები ჰქონდა, ჰარი სწორედ ამიტომ აღელდა, თანაც ამას მისი სიმთვრალეც ემატებოდა, რის გამოც ჰარი იმაზე მეტად მგრძნობიარე იყო, ვიდრე სიფხიზლეში.
ჰარიმ მძიმედ ამოიოხრა და შუბლზე ხელის გული დაიდო. კლუბში ზეინთან ერთად იყო წასული, ჰარი კი სხვა ბიჭს დასდევდა. იმედი ჰქონდა ზეინი ცუდად არ გაიგებდა.

ჰარიმ გადასაფარებელი გადაიძრო და ლოგინიდან ჩავიდა, პირველ რიგში აბაზანაში გავიდა და დაიბანა, შემდეგ კი ახალი ტანსამელი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებში მას მამამისი, დესი დახვდა, რომელიც დივანზე იჯდა და ყავას მიირთმევდა.
-გაიღვიძე?- იკითხა მან ჰარის დანახვაზე და ყავის ჭიქა მის წინ, მაგიდაზე დადო.
-ჰო- უპასუხა ჰარიმ- დედა სადაა?
-შენს დასთანაა საავდმყოფოში.
-სიახლე არაფერია?
დესმა მწუხარედ ამოიხვნეშა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
-არაფერი- თქვა მან სევდიანად, მისმა ტონმა ჰარიც დაამწუხრა, მამასთან მივიდა და მას გვერდით მიუჯდა.
-თქვენი დახმარება არაფრით შემიძლია?- იკითხა მან იმედიანად- იქნებ სადმე მუშაობა დავიწყო და გარკვეული თანხა მეც შევაგროვო.
-ამას როდის მოასწრებ, ჰარი?- იკითხა დესმა გამტყდარი ხმით და მის თვალებში ცრემლების დანახვამ, ჰარის გული ძლიერ ატკინა.
-შენს დას მხოლოდ 6 დღე დარჩა- აგრძელებდა დესი- კომპანიის გაყიდვის შესახებაც არანაირი სიახლე არ მომდის. ასე მაღალ ფასში გაკოტრებული კომპანიის ყიდვა ვის ენდომება, მაგრამ ეს ფული შენი დისთვის მჭირდება. 6 დღეში ფულს თუ არ მივიტანთ მას აპარატიდან გამორთავენ. მას სამუდამოდ დავკარგავთ.
დესმა ხელებში სახე ჩარგო და ატირდა. ჰარი ცრემლიანი თვალებით თავის ხელებს დააჩერდა, რადგან არ იცოდა რა გაეკეთებინა, რით ენუგეშებინა მამამისი მაშინ, როცა თვითონაც განადგურებული იყო.
-მე...-თქვა მან ფეხზე წამოდგა- ჩემს ოთახში გავალ -და მაშინვე თავის ოთახში გაიქცა, კარები კარგად მიხურა და აღარ უგრძვნია იმის საჭიროება, რომ ტირილი მეტად შეეკავებინა. იგი კარებთან ჩასრიალდა, მუხლები მკერდზე აიხუტა და სახეზე ცრემლები ღვარ-ღვარით ჩამოუვიდა. მას მის დასთან იმდენი კარგი მოგონება აკავშირებდა. პატარები რომ იყვნენ რა აღარ უკეთებიათ, ერთად რამდენი სისულელე ჩაუდენიათ. ბევრჯერ უთამაშიათ, უჩხუბიათ კიდეც, მაგრამ ერთმანეთი ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარდათ. ჯემა ყოველთვის ის ადამიანი იყო, ვისთანაც ჰარი პირველი გარბოდა ხოლმე, მას უმხელდა ყველაფერს, მაშინ როცა სხვასთან იგივეს ვერ აკეთებდა. მისი დაკარგვა როგორ უნდა გადაეტანა? განა ეს ადვილი იყო?

Fire FlamesWhere stories live. Discover now