4. მოგონებები

329 31 7
                                    

-შემომხედე! -იჩურჩულა ლუკასმა და ბიჭმა მას ყოყმანით შეხედა, ეს კი სწორედ ის მომენტი იყო, როცა მწვანე და ლურჯი თვალები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ.
ჰარის მისი კამკამა, ლურჯი თვალების დანახვისას სხეულში ათასმა ჟრუანტელმა დაუარა. გული უარესად აუჩქარდა და მისი სხეული დიდმა სიმხურვალემ მოიცვა. მის თვალებში ჰარისთვის რაღაც ამოუცნობი იყო, რაც მას მოსვემებას აკარგვინებდა. ჰარის რატომ ჰქონდა ისეთი შეგრძნება რომ ის აქამდეც სადღაც ჰყავდა ნანახი? ვერ მიხვდა, რატომ მაგრამ მისმა დანახვამ ძლიერ ააღელვა. იქნებ იმიტომ, რომ მას სწორედ ისეთი თვალები ჰქონდა, როგორც ერთ დროს ლუის?
ლუკასი მას ისე უმზერდა, რომ ჰარის სხეულს ცეცხლზე აყენებდა, მას საშინლად სწვავდა, რაც ჰარის კიდევ უფრო დიდ დისკომფორტს უქმნიდა და უარეს სასოწარკვეთაში აგდებდა. ბიჭმა აღარ იცოდა სად წასულიყო, რომელი გზით გაქცეულიყო, მაშინ, როცა გასაქცევი არსად ჰქონდა. ამიტომ უბრალოდ იჯდა და გულის კანკალით ელოდა იმ უბედურებას, რაც ზუსტად იცოდა რომ არ ასცდებოდა.

ცოტახანი მისი მწვანე თვალებისთვის  მზერის შემდეგ, ჰარის წინ კვლავ ჩამუხლული ლუკასი ფეხზე წამოდგა და მოულოდნელად ჰარის იღლიებს ქვეშ ხელები კარგად მოჰკიდა, ბიჭი ოდნავ ასწია და წამებში საწოლზე მოისროლა. ჰარის არ ეგონა თუ მის ამ ქმედებაზე მკერდიდან გული არ ამოუხტებოდა. იგი მიხვდა, რა საშინელებაც ელოდა და საბრალომ ძლივს შეძლო, რომ იქვე არ გამტყდარიყო და ისე არ ეტირა, როგორც გული მას ძალიან სთხოვდა.

ლუკასი საწოლზე მასთან ავიდა, ჰარის მუხლებზე ხელები მოჰკიდა და ფეხები გააშლევინა, რაზეც ჰარიმ ცრემლები ვეღარ შეიკავა, მისი გული იმხელა შიშით ცემდა...თუმცა ჰარი იმან უფრო გაამწარა, როცა ლუკასი მის ბარძაყებს შორის მოთავსდა, ჰარის ხელის გულებს თავისი ხელის გულები მიაკრო და ბიჭის ხელები მის თავს ზემოთ დაამაგრა. ჰარი მისთვის ახედვასაც კი ვერ ბედავდა, რადგან ძალიან ეშინოდა იმის, რასაც მის თვალებში დაინახავდა. ჰარი მაშინაც კი, როცა მას არ უყურებდა, კარგად გრძნობდა მის ცივ მზერას, რომელიც ჰარის მთელ სხეულს მტკივნეულად სუსხავდა. როგორ უნდოდა მისთვის ხელი ეკრა და საკუთარი თავი მისგან გაენთავისუფლებინა, თუმცა ჰარი გააფრთხილეს რომ მსგავსი რამ კატეგორიულად აკრძალული იყო, ამიტომ ვერაფრის გაკეთებას ბედავდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი მის ოჯახს მიადგებოდა, რასაც ჰარი ყველაზე მეტად გაურბოდა.

Fire FlamesWhere stories live. Discover now