5. "გადმომეცი, რასაც ვითხოვ"

409 37 8
                                    

ზეინი თავის საწოლზე მუცლით იწვა და სახე ბალიშში ჩაერგო, ხელში, რომელიც საწოლის მარცხენა მხარეს ქვემოთ ჰქონდა ჩაგდებული, სასმლის ბოთლი დაეჭირა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. ლიამმა ჰარი წაიყვანა, ზეინი მასთან ერთად ყოფნას ვეღარ შეძლებდა, თუმცა ზეინი ამას კი არა იმას განიცდიდა, რომ ლიამის საქციელის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა, იქნებ თავის დროზე ზეინს რომ გაებედა და ლიამს დამორჩილებოდა, მაშინ ამისთვის პასუხი ჰარის აღარ ეგო. ზეინს ლიამი უყვარდა, გაცნობის დღიდან უყვარდა, მაგრამ მასთან არასდროს იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ლიამი საშინლად ბინძურ საქმეებში იყო გახვეული: ნარკოტიკები, თავდასხმები, მისი ბორდელი...ზეინი მსგავსი საქმიაობების მომხრე არასდროს ყოფილა,უსამართლობას ვერასდროს ეგუებოდა,ლიამი კი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც ბევრ უსამართლობას ჩადიოდა. ზეინი ასეთ ადამიანთან ერთად ვერ იცხოვრებდა, ორივე სრულიად განსხვავებული ტიპის იყვნენ, ზეინმა იცოდა ისინი ერთმანეთს ვერ შეეწყობოდენ და სულ ჩხუბი და აყალ-მაყალი მოუვიდოდათ, რაც საბოლოოდ კარგად არ დასრულდებოდა. ზეინს ამ ყველაფრის ეშინოდა, ამიტომ აშინებდა მისი სიყვარულიც და გაურბოდა მას. ზეინს და ჰარის სერიოზული ურთიერთობა არც არასდროს ჰქონიათ, მხოლოდ ის იყო, რომ მძიმე მომენტებში ერთმანეთს გვერდით ედგნენ დს რაღაც მხრივ ერთმანეთის საყრდენს წაროადგენდნენ, თუმცა ერთმანეთი მათ რომანტიკულად არასდროს ჰყვარებიათ. კოცნითაც კი არასდროს უკოცნიათ, მხოლოდ ერთმანეთს ეხვეოდნენ, როცა ამის საჭიროებას გრძნობდნენ და რამოდენიმე თბილს სიტყვას იზიარებდნენ. როგორც ბიჭი არა, მაგრამ ზეინს ჰარი ძალიან უყვარდა და ტკივილს აყენებდა ის ფაქტი, რომ ის იტანჯებოდა, თანაც ძალიან. ოდნავი იმედი მაინც რომ არსებულიყო იმისა, რომ ზეინის მხრიდან ლიამის მიმართ წინააღმდეგობა გაამართლებდა და როგორმე ზეინი ჰარის განთავისუფლებას შეძლებდა, ზეინი ამას აუცილებლად იზამდა, ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ როცა საქმე ლიამს ეხებოდა, იქ წინააღმდეგობა ყოველთვის უიმედო და უშედეგო იყო, რადგან ლიამი ყოველთვის იმას იღებდა, რაც თვითონ სურდა და ამ მომენტში სხვას და მის აზრს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

Fire FlamesWhere stories live. Discover now