თახვი

723 48 6
                                    

ბრიტნი

სამი წელია საოჯახო შეკრება არ ყოფილა. მიხარია რომ ჩემს ბიძაშვილებს ისევ ვნახავ. ბიძაშვილებზე ჰერმიონი გამახსენდა. ბებია და ბაბუა მას აღმერთებდნენ და გვეუბნებოდნენ რომ მისნაირები ვყოფილიყავით. ძალიან ამაყობდნენ როდესაც იმ სკოლაში ჩაირიცხა. ბოლოს რომ შევხვდით ათისები ვიყავით. მას მერე მოსვლა რცხვენოდა და რაღაც მიზეზებს იგონებდა იმისთვის რომ შეკრება გაეცდინა. მას სულ დავცინოდით. ჩეისების ოჯახის გარდა. მათ ვერაფერი გავუგე.

- დედა, თახვმა წელს რა მოიგონა შეკირების გასაცდენად?
- წელს მოდის. - გავიღიმე. მთავარია დრაკო მალფოისთან არ შეგვარცხვინოს. ეს ერთადერთი შანსია რომ მას ჩემი თავი შევაყვარო და მისი ფული ხელში ჩავიგდო.

სხვა მხრივ კი, ეს კარგი შეკრება გამოვა.

******************
Time skip
******************

აი ჩვენც 'წითელი გველის' წინ ვიდექით და ველოდებოდით თახვს და მის მშობლებს.

- ურგჰ. დედა მათ უნდა დაველოდოთ? საშინლად ცხელა! - ამოვიკნავლე.
- ბრიტ, მალე მოვლენ. - ეს თქვა თუ არა პარკინგზე შავი აუდი შემოვიდა. იქიდან ჯინი და რიჩარდი გადმოვიდნენ. ცოტა გამიკვირდა. ჩვენთან მოვიდნენ და ბებიას და ბაბუას მიესალმნენ. დედაჩემმა იკითხა. - ჰერმიონი არ მოდის?
- როგორ არა. წუთი-წუთზე აქ იქნება. აი ისიც. - თაქვა ჯინმა.

პარკინგზე შავი tesla x - ი შემოვიდა და გადანახულ ადგილზე გაჩერდა. იქიდან ძალიან ლამაზი ქალი გადმოვიდა. ყავისფერი, დატალღული თმა ჰქონდა. HGM- ის ყველაზე ძვირიანი კაბა ეცვა. თეთრი წელზე მწვანე გველით, ზურგზე ლომით, გულზე არწივით, ბოლოსთან წავით. კაბა ზუსტად მის მუხლებს ქვემოთ ჩერდება ყელზეზე კი ადგილს არ ტოვბს. პრადას უახლესი და ყველაზე ძვირი ჩანთა ეჭირა და ძვირიანი მზის სათვალე ეკეთა. შემდეგ უკანა კარი გაიღო და იქიდან სამი ბავშვი გადმოვიდა. ორი ბიჭი. დაახლოებით რვისები, ქერა თმით, ერთი განსხვავება ის იყო რომ ერთს ვერცხლისფერი თვალები ჰქონდა, მეორეს კი ოკეანისებური ლურჯი. მათ ერთნაირად ეცვათ: მოტკეცილი შავი პოლოს შარვალი და პოლოს თეთრი უბრალო მაისურები. ფეხზე ორივეს ძვირიანი ადიდასები ეცვათ. მესამე გოგო იყო. ასე ოთხის იქნებოდა. მასაც დანარჩენი ორივით ქრა თმა ქონდა. წელამდე სწვდებოდა. ძალიან ღია ყავისფერი თვალები ჰქონდა. გოგოს ლამაზი ვარდისფერი კაბა და ოქროსფერი სანდლები ეცვა, ასევე ძვირიანი. სამეფო ოჯახივით გამოიყურებოდნენ. ქალს ისეთი ტანი ქონდა რომლისთვისაც მოვკვდებოდი. ქალმა საბარგული გააღო და ჩემოდნები ამოიღო და მანქანა დაკეტა. შემდეგ ჩვენსკენ წამოვიდნენ. მე ხელი გავუწოდე.

- ბრიტნი გრეინჯერი, სუპერმოდელი. - ვუთხარი. მან თავი გაიქნია და ჯინთან, რიჩარდთან და ბებია-ბაბუასთან მივიდა.
- ჰერმიონ, როგორ მომენატრე! - თქვა ბებიამ.

ჰერმიონი

ჩემი ოჯახი გაკვირვებით გვიყურებდნენ. ეგრე მოგიხდებათ.

- ოლი და სკორპი ვიცი მაგრამ ეს პატარა ანგელოზი ვინაა? - იკითხა ბაბუამ.
- გამარჯობა. მე ქუინი მქვია. სასიამოვნია თქვენი გაცნობა. დედიკომ მითხრა რომ თქვენ იმ სკოლის პარტნიორ სკოლებში დადიოდით სადაც ის და მამიკო.
- ქუინ, რამდენი წლის ხარ? მე დედიკო და მამიკო დიდი ხანია არ მინახია და არ უთქვამთ რომ კიდევ ერთი შევილი ყავდათ. - ბებიამ გაბრაზებულმა შემომხედა.
- ოთხის. - თქვა ქუინმა.
- ჰერმიონ როგორ გაბედე და შვილები ქორწინების გარეშე გააჩინე! შენ გრეინჯერების სახელს არცხვენ! - დამიყვირა რაელმა.
- რაელ მოკეტე. ჰერმიონი დაქორწინებულია. მე მის ქორწილში ვიყავი. ქმარსაც ვიცნობ და ძალიან კარგი ბიჭია. - დაიყვირა ბებია გრეისმა.
- კარგი ბიჭი აბა რა. - ჩაიფრუტუნა სკორპმა და მე და ბავშვებმა სიცილი დავიწყეთ დედაჩემთან, მამაჩემთან და ბებია-ბაბუასთა ერთად, რომლებმაც ჩემი თავგადასავლების შესახებ იცოდნენ და გაიგეს სკორპის კომენტარი.
- სასაცილო რა ნახეთ? - იკითხა ენჯელმა.
- სკორპიუსის კომენტარი. - თქვა დედამ. მე დრაკოს ასლს თავზე ვაკოცე. სკორპს დრაკოსნაირი ვერცხლისფერი თვალები აქვს. ხოლო ოლის ნარცისას ნაირი ლურჯი. დანარჩენი მათში ერთი და იგივე ნაირია, სკორპი კი დრაკოს ზუსტი ასლია.
- წავიდეთ და გასაღებები ავიღოთ. დასვენება გვჭირდება. - თქვა ბებიამ. ჩვენ დავემორჩილეთ.



მალე დაიდება💜💜💜

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now