11

546 37 13
                                    

- რა?! არა ეს ტყუილია! ეს შეუძლებელია! ის ჩემი უნდა ყოფილიყო! - იკივლა ბრიტნიმ.
- და შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - კითხა დრაკომ. - მისმინე, აზრზე არ ვარ ვინ ხარ და გაგება არც მინდა.
- კორექტულად! - ვუთხარი მკაცრად.
- მეტი რა გინდა? - არც ის ჩამომრჩა.
- პლანეტა ჩემი სახელით, მთვარეზე გაფრენა და შენი ნარცისიზმის მოკვლა მაგრამ ახლა ამათ მნიშვნელობა არ აქვთ. - მივაყარე უცებ და ღრმად ჩავისუნთქე. მერე ცოტა გვერდით გავიყვანე, რომ ცალკე დავლაპარაკებოდი. - ახლა წავედით. ბავშვებთან ერთად უნდა ვითამაშოთ. - მან ლეკვის თვალებით შემომხედა. - რა მოხდა?
- ბიჭები სათამაშოდ მივდიოდით და...
- ხვალ არაფერს დაგეგმავ, ახლა წადი.
- მა ჩვენც რომ წამოვიდეთ? - იკითხა ოლიმ.
- კარგი. წავედით. - დრაკო და ბიჭები ოთახიდან გაიქცნენ. მე ქუინი ავიყვანე და სასადილო დავტოვეთ. მაგრამ...
- როგორ გაბედე! - გავიგე ბრიტნის ყვირილი. შემოვტრიალდი და მარცხენა ლოყა ამეწვა. კედელს მივეყრდენი და ქუინი სასწრაფოდ დავსვი. - დრაკო ჩემი უნდა ყოფილიყო! - დაიყვირა და ქუინს ხელი კრა.
- ჩემთვის ხელის გარტყმა ერთია მაგრამ ჩემს შვილს ხელი შეახე და არც კი იცი რამხელა შარში გაყავი თავი. - ჯოხი უნდა ამომეღო მაგრამ დრაკო გადამეფარა და დამიჭირა.
- ჰერმიონ, მაგლის გამო არ ღირს. - ჩამჩურჩულა. - რა მოხდა?
- ქუინს ხელი კრა. მე გამარტყა. უკვე ყელში ამოვიდა. - ვიყვირე.
- ბიჭებო, მე დღეს არ ვთამაშობ. ჰერმიონ წამოდი, ონავრებო ჩემთან. - თქვა და ხელში ამიყვანა.
- Seriously? ეს აუცილებელი იყო?
- არ ვიყავი დარწმუნებული რომ წამომყვებოდი. - ლივტში შევედით. - მისმინე, ეგ ღორი მაგლია. მის გამო თავი საფრთხეში არ უნდა ჩაიგდო. თუ კიდე რამეს იზამს, ჩემს სასტუმროებში მისი ფეხი არ იქნება. დამშვიდდი. - მე ჩავეხუტე და ყური მის გულთან დავადე.
- მაშინ შენც უნდა დამშვიდდე. - ვუთხარი და თვალები დავხუჭე. ეს დღე და შემდეგი ნომრიდან არ გავსულვართ, ბავშვებთან ერთად ვერთობოდით. ვის რაში აინტერესებს ჩემი ძროხა ბიძაშვულები როდესაც მე თვითონ ასეთი ოჯახი მყავს.

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now