სურპრიზების ჩამაშხამებელი

524 40 15
                                    

ლანჩზე ჩავედით. ვერ აღგიწერთ როგორ არ მინდოდა ჩემი ოჯახის ნახვა. მაგრამ ზრდილობამ თავისი ქნა. ლანჩი ჩვეულებრივ მიდიოდა, მე ჩრდილში ვიყავი, სანამ...

- ჰერმიონ, შენს საქმიანობაზე მოგვიყევი. - თქვა მაქსმა. აეუფ. როგორ გინდა მაგლს უთხრა რომ აურორი ხარ და ამ შურიანებს კიდე ის რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მოდის იმპერიას ვფლობ?
- მე სამართალ დამცველი ვარ ბრიტანეთსა და საფრანგეთში და HGM FASHION-ის მთავარი დიზაინერი. ორივე სამსახური თვრამეტი წლისამ მივიღე და საკმაოდ კარგად მიმდის საქმე. - ჩემი საშინელი ბიძაშვილები თვალებ გაფართოებულები მიყურებდნენ. - ის კაბა რომლითაც მოვედი ჩემი შეკერილია. - ტყუილი არ მითქვამს! უბრალოდ სიმართლეს რაღაცეები ამოვაკელი.
- ხელფასი რამდენი გაქვს? - მკითხა მირანდამ.
- მყარი არ მაქვს... - ამაზე ყველამ ყურებამდე გაიღიმა. მე კი დამცინავი ღიმილი ავიკარი და სიმართლე პირდაპირ ვუთხარი. - დღეში ათი ათასიდან თერთმეტი ათასამდე. ხშირად ცამეტი ათასზეც ადის. - ის ღიმილები ჩამოერეცხათ. ხოდა ეგრე!
- ტყუი! - დამიყვირა ამანდამ.
- არა საყვარელო. ყველაფერი სიმართლეა. შეგიძლია აქ მომსახურე პერსონალს ან იმ ხალხს კითხო დღეს აუზზე რომ ველაპარაკებოდი. - ტელეფონმა დამირეკა. ჩემი ასისტენტი, ვერონიკა იყო. - ერთი წუთით, სამსახურიდან მირეკავენ. - გვერდით გავედი. ვიცოდი რომ ბრიტნი ახლოს იდგა რომ გაეგო რას ვლაპარაკობდი. მე ის დავაიგნორე და ტელეფონს ვუპასუხე. - ვერონიკა, რამე მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ სისიმ შენი და შენი შვილების კოსტუმები დაამთავრა. თუ გინდა გამოგიგზავნი.
- მადლობელი დაგრჩები. - მან სურათები გამომიგზავნა. - რა ლამაზებია. სისის მადლობა გადაეცი.
- გადავცემ. ნახვამდის მისის მალფოი.
- კარგად ვერონიკა. - მაგიდასთან დავბრუნდი.
- ჰერმს, რამე მოხდა? წასასვლელი ხომ არ ხარ? - მკითხა დედამ.
- არა, ვერონიკამ კაბების სურათები გამომიგზავნა. რომ იცოდე ქუინის რა საყვარელიააა.
- წვეულებაზე ვნახავ. და კაბები ბრიტანეთში არაა?
- არა, სისი აქაა და ზეგ საყიდლებზე რომ წავალთ წამოვიღებ.
- დედიკო, ჩემი კაბის ნახვა მინდა.
- ქუინ, საყვარელი, ზეგ ვნახავთ. სისიმ ის მხოლოდ შენთვის შეკერა და ვიცი რომ მოგეწონება.
- და ჩვენ ჩვენით ვირჩევთ რაც ჩავიცვათ, ხო? - მკითხა ოლიმ.
- უკვე ვიცი რასაც ჩაიცმევთ და თქვენ კიდე არ გადაიფიქრებთ, ამიტომ, ხო რაც თქვენ გინდათ. თან გიხდებათ. - ვთქვი და ამოვიოხრე.
- წარმატებები მამასთან. - მითხრეს სამივემ ერთად.
- ნერვებს მიშლით. ეგეც კიდე შეჯდება ვირზე და მერე ადარდე ცოლი ხარ თუ ვოლდემორი მაინც იმას ჩაიცმევს რაც უნდა.
- გრეინჯერ მორჩი წუწუნს და შენი ქმრის გულში ლანძღვას.
- მოკეტე მალფოი. ვითომ შენ უკეთესი ხარ! - არ დავაყოვნე პასუხი.
- დლაკოოო! - წამოხტა ქუინი და მის ფეხებს ჩაეხუტა.
- ჩემი პრინცესა. - დრაკომ ქუინი ხელში აიყვანა და დაატრიალა.
- ქუინ, არ მითხრა რომ ეს მატყუარა წმინდასისხლიანი ნარცისი ჩემზე უფრო მეტად გიყვარს. - ვთქვი ნაწყენმა. მე გავაჩინე და მამა უფრო უყვარს.
- იცი... შეიძლება. - თქვა ქუინმა.
- ნუ გიკვირს მუქსისხლა. მე ვერავინ მიძლებს. - თქვა დრაკომ.
- დედაჩემს რა უწოდე?! - ფეხზე წამოიჭრნენ ოლი და სკორპი.
- წამოდი სალაპარაკო გვაქვს. ქუინ დარჩი. - თქვა ოლიმ და დრაკო სასადილოდან გაიყვანეს.
- არ შემოგაკვდეეთ. - გავძახე. - და მარჯვენა მუხლში დაარტყით, მინატეხი აქ!
- მოგკლავ გრეინჯერ!
- მოკეტე თორე ცხვირს ისევ ჩაგინგრევ! - პასუხი არ გაუცია. - ხოდა ეგრე!
- შენ და დრაკომ იჩხუბეთ? - გადმომიჩურჩულა დედამ.
- არა, სურპრიზის ჩაშხამება არ გვინდა. - ვთქვი მე.
- ისევ? ანუ ცხვირი აქამდეც გაუტეხე? - მკითხა მირანდამ.
- ხო, ცამეტისები რომ ვიყავით. - თქვა დრაკომ. - მაგრამ დავიმსახურე. და უკან რომ დამაბუნოთ მაინც დავარტყმევინებ რადგან ამ შემთხვევამ ჩემს ცოლთან დამაახლოვა.
- დაქორწინებული ხარ? - წამოიძახა ბრიტნიმ. - მან მე შემომხედა. მე ღრმად ჩავისუნთქე და თავი დავუქნიე.
- დიახ. უკვე თითქმის ცხრა წელია, ყველაზე ლამაზ, ყველაზე ჭკვიან, მამაც და კეთილშობილ გოგონაზე ვარ დაქორწინებული. ნება მიბოძეთ ჩემი ცოლი წარმოგიდგინოთ. - ჩემთან მოვიდა და ფეხზე წამომაყენა. - ჰერმიონ გრეინჯერ მალფოი.

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now