წვეულება

527 38 12
                                    

მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა სანათესაომ უკვე იცოდა, რომ მე და დრაკო დაქორწინებულები ვართ, პრესას ჯერ ისევ ეგონა რომ დრაკო უცოლო იყო. ამიტომ სურპრიზი ჯერ ისევ ძალაშია. ჩვენ ბავშვებს მოვამზადებთ, მათ ჩემს მშობლებს დავუტოვებთ. წვეულება ექვსზე იწყება. დრაკო ექვსამდე მივა და უკანა კარიდან შევა. მე შვიდის ხუთ წუთზე მივალ და მთავარი კარიდან შევალ. მერე ასე რვისკენ დრაკო მიკროფონთან მივა და გამოაცხადებს. სიტყვა უკვე მზად აქვს. მე ქუინი ჩავიბარე, დრაკომ ბიჭები. როდესაც ბავშვების და ჩვენი თავების გამზადებას მოვრჩით, მისაღებში გავედით. ბიჭების გარეგნობაზე მე და ქუინმა თვალები ავატრიალეთ. ზისტად ერთნაირები იყვნენ! სულ შავებში ჩაცმულები, ქერა თმა გადაწკეპილი. და სულ შავებში, ყველაფერს შავს ვგულისხმობ! დრაკოსა და სკორპს შორის ერთადერთი განსხვავება ასაკი იყო! და ოლის ვერცხლისფერი თვალები რომ ქონოდა ზუსტად იგივე იქნებოდა.

- დედა, რა კარგად გამოიყურები. - თქვეს ტყუპებმა ერთად.
- თქვენც მაგრამ არაა საჭირო მთლად მამათქვენს დაემსგავსოთ. - ვთქვი ნაწყენმა.
- დე, ჩვენ კითხვა გვიყვარს, შენი არ გვეშინია და გრიფინდორში მოხვდენაზე ვოცნებობთ. - მე გავიცინე დრაკომ კი ბღვერა დაიწყო.
- მე დედათქვენის არ მეშინია. ნუ როცა გაცეცხლებულია მაშინ მაგარი დარტყმული უნდა იყო რომ არ შეგეშინდეს. - ესეც მოყვა თავის მართლებას.
- ბავშვები ჩემს მშობლებთან ჩაიყვანე და დარბაზში გნახავ. - მან თავი დამიქნია და ბავშვები გაიყვანა.

6:05

ღრმად ჩავისუნთქე და ორი დიდი კარი გავაღე. დრაბაზში თავაწეული, მხრებში გაშლილი დედოფალივით შევედი. მუსიკა შეწყდა. ყველა მე მიყურებდა. ფოტო აპარატების ჩხაკუნი, ხალხის ჩურჩული... ამათ ყურადღებას არ ვაქცევდი. ხალხი შუაზე გაიყო. მე კიბეებზე დავიწყე ჩამოსვლა. აუჩქარებელი, მშვიდი ნაბიჯებით. მხოლოდ წინ ვიხედებოდი, თითქოს ჩემი ყურადღების ღირსად არავის ვთვლიდი. მიუხედავად ამისა მაინც ვხედავდი ჩემი ბიძაშვილების  გაკვირვებულ სახეებს. მათ დანახვაზე ტუჩებზე დამცინავი ღიმილი შემეპარა. მაგრამ როდესაც მათი... "კაბები" და მაკიაჟით გამომცხვარი სახეები შევემჩნიე მომინდა მათთვის მეკივლა. მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. როდესაც კიბეზე ჩამოსვლას მოვრჩი, ისევ ისეთი ნაბიჯით გავუყევი გზას საცეკვაო მოედნისკენ. როდესაც მოედანზე ფეხი შევდგი უკან მოვტრიალდი და ამით ვანიშნე ყველას რომ შოუ მორჩა. სისი, ლუციუსი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი ბავშვები ამაყად მიყურებდნენ. მე ჩემი ოჯახისკენ წავედი. ბებომ მითხრა რომ კარგი გამოსვლა იყო. სისიმ მითხრა რომ ჩემით ამაყობდა ხოლო ლუციუსმა კი მითხრა რომ უხაროდა რომ დრაკოს ცოლი მე ვიყავი და არა სხვა ვინმე.

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now