12

532 24 11
                                    

ათში საუზმეზე მე და ბავშვები ჩავედით. დრაკოს საქმე ქონდა ოფისში. დღეს კოსტუმები უნდა ავიღოთ. ქუინს ერთი სული ქონდა როდის ნახავდა თავის კაბას. თითქმის ყველა იმაზე ლაპარაკობდნენ თუ "როგორ შეძლო ჩემნაირმა მახინჯთა დედოფალმა დრაკოს გულის მოგება." ბრიტნიმ ხმამაღლა თქვა:

- არაუშავს. ხვალ ის კი არა მისის მალფოი მე ვიქნები. - თქვა და თმა მხარს უკან გადაიყარა. ამან ისე გამამწარა რომ მის ხელში მყოფი საწყალი ჭიქა ამიფეთქდა. ნამსხვრევები კი ხელში შეერჭო. სკორპმა ცერი ამიწია. მე გავიცინე. - იმაზე გეცინება რომ ჭიქა ხელში გამიტყდა? ნახე ხელი რას მიგავს!!! - დაიკივლა.
- ზუსტად ეგაა სასაცილო. - თქვა ოლიმ და სკორპს რაღაც გადაუჩურჩულა. მერე მე მომიბრუნდნენ და ლეკვის თვალები მიიღეს. ახლა უკვე სერიოზულად მაინტერესებს: მოლი ფრედს და ჯორჯს როგორ უძლებდა? არა სერიოზულად.
- რას გეგმავთ?
- არაა საჭირო იცოდე, უბრალოდ უნდა შეგვპირდე რომ არ დავისჯებით. - მე ჩავფიქრდი.
- გააჩნია... თუ არ მომეწონა მთელი კვირა ვერ ითამაშებთ.
- შევთანხმდით! - დაიყვირეს და დარბაზიდან გაიქცნენ.
- ათზე ნომერში იყავით. - მივაძახე. - ქუინ, შენ რისი გაკეთება გინდა?
- მინდა შენი და მამიკოს სკოლის ისტორიები მოვისმინო!
- კარგი, საყვარელო წამოდი ოთახში ავიდეთ. ოლივია და ენჯელ, თერთმეტის ნახევარზე კართან გელოდებით. - ვთქვი და მათ თავი დამიქნიეს. თვენ ოთახში ავედით.

***********************

მე, ენჯელი, ოლივია, ოლი, სკორპი და ქუინი დრაკოს მინივენით მივდივართ ჩემი მაღაზიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფილიალში მოვედით. შესული არ ვიყავი რომ ვიღაც გადამეხვია.

- ჰერმიონ როგორ მომენატრეე!
- მეც მომენატრე სისი. კაბები ჩამოიტანე?
- რა თქმა უნდა. შენს კაბინეტშია. - მითხრა მან. - ჩემი ბიჭი სადაა?
- მუშაობს. სასტუმროშია და შეგიძლია ნახო. ძალიან გაახარებ.
- ნახვამდის, მია! - თქვა და გავიდა.
- ე.ი. ოლი და სკორპ, ოლივიას და ენჯელს კაბების  არჩევაში მიეხმარებით. ჩვენს კაბებს ვნახავთ და მალე დავბრუნდებით. - ვთქვი და ჩემი კაბინეტისკენ წავედი. - გზაში მეგობრებს შევხვდი. მათაც თავიანთი კაბები მანახეს.

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now